x
image
ეკა ლაცკა
"თუ გინდა ადამიანი გაიცნო - ასესხე ფული"- ებრაელები. მათი საოცარი სიტყვა და სიბრძნე

ებრაელები — სემიტური მოდგმის ხალხია.

ისინი პალესტინაში დაახლოებით 4000 წლის წინათ ქალაქ ურიდან ჩავიდნენ და დასახლდნენ. ამიტომაც ხშირად მათ ურიებადაც მოიხსენიებენ.

ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი.


ებრაელებს მათი მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე უამრავი განსაცდელი გადახდათ თავს. ყველაზე მძიმე პერიოდი კი იერუსალიმის დანგრევა იყო, რომელიც ქრისტეს შობიდან I საუკუნეში - 70 წელს მოხდა .


სახელმწიფო ჩამონგრეული ებრაელები მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ.

image
თუმცა....

გავიდა დრო და მათ მაინც მოახერხეს და დაიბრუნეს სახელმწიფოებრიობა...

...ისევე აღდგნენ "მკვდრეთით" და ამაღლდენენ როგორც მათთან დაბადებული იესო...

...

გამორჩეული და გამჭირახი ხალხი...

თქვეს სიტყვა და გაოცდა მსოფლიო :

*პირველმა დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და ეს იყო მოსე! - ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი.


image


*მეორე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი გონებიდან მოდის და ეს იყო სოლომონი. სოლომონ ბრძენი - ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე ლეგენდარული მეფე / ძვ.წ. 965-928 წლებში/.

ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ბრძენი მეფე.

image

*მესამე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი გულიდან მოდის და ეს იყო იესო...

იესო ნაზარეველი, ძე ღვთისად წოდებული, რომელმაც თავის მოძღვრებას სიყვარული დაუდო საფუძვლად და მოჰფინა მსოფლიოს.


image


მეოთხე დიდმა, ებრაული წარმოშობის კაცმა თქვა,

რომ ყველაფერი სექსისგან მოდის და ეს იყო ფროიდი...ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

image

მეხუთე დიდმა ებრაული წარმოშობის კაცმა თქვა, რომ ყველაფერი ფარდობითია და ეს იყო აინშტაინი...

ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეული XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად.

აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.


image

გაგიკვირდბათ და...

მეექვსე დიდმა, ებრაელი წარმოშობის კაცმა თქვა, რომ ეს ყველაფერი ფეისბუქზე უნდა განთავსდეს და ეს არის ცუკერბერგი...

მარკ ელიოტ ცუკერბერგი სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი

image

.....

ებრაელების სიჭკვიანეში ალბათ, უკვე დარწმუნდით .

ეს კი მათი ბრძნული გამონათქვამებია, რომლითაც ბევრი რამის სწავლას შეძლებთ :

image

1.ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა- ყოველგვარ ცოდნაზე მაღლა დგას.

2. თუ გინდა ადამიანი გაიცნო - ასესხე ფული

3. იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე.

4. როცა ღმერთი გადაწყვეტს ადამიანს გული გაუტეხოს - ცოტა მეტ ტვინს მისცემს ხოლმე.

5.თუ გინდა თავზე არავინ დაგაჯდეს, ძალიანაც ნუ მოიხრი ქედს.

6. შევიდა ღვინო – გამოვიდა საიდუმლო.

7. ღმერთი ერთდროულად ყველგან ვერ იქნებოდა – ამიტომაც შექმნა დედა

8. არ იყო ისეთი ტკბილი – შეგჭამენ. არც ისე მწარე – გადმოგაფურთხონ

9. ადამიანმა სულ ცოტა ცნობისმოყვარეობისთვის უნდა იცხოვროს

10. ყრუმ მოისმინა, მუნჯის საუბარი, რომ ბრმამ დაინახა, თუ როგორ გარბოდა კოჭლი სწრაფად.

11. ღმერთი ღარიბებს იცავს ძვირადღირებული ცოდვებისგან.

12. როდესაც მოხუცი ქალიშვილი თხოვდება, ის ახალგაზრდა ცოლი ხდება.

13. მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს დუმილს.

14. შორიდან ყველა ადამიანი კარგია.

15. ასესხე იმდენი, რამდენსაც აჩუქებდი

16. კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი.

17. მსოფლიო იმიტომ კი არ გაქრება, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ რომ ბევრი არა -ადამიანია.

18. ღმერთო, მომეხმარე რომ ფეხზე დავდგე – წაქცევას მე თვითონაც მოვახერხებ.

19. როდესაც საქმე არ არის, სწორედ მაშინ კეთდება დიდი საქმეები.

20. როდესაც ასარჩევად ორი ბოროტებაა, პესისმისტი ორივეს აირჩევს.

21. ყველა ფულის უქონლობაზე წუწუნებს, ჭკუის უქონლობაზე კი – არავინ

22. ჯობია სიცილისგან მოკვდე, ვიდრე შიშისგან.

23. გამოცდილება – ეს სიტყვაა, რომელსაც ხალხი თავიანთ შეცდომებს ეძახიან.

24. ჭაღარა – სიბერის ნიშანია, და არა სიბრძნის.

25. დაბერებისას, ადამიანს მხედველობა უფუჭდება, მაგრამ მეტს ხედავს.

26. თუ პრობლემის მოგვარება ფულითაა შესაძებელი, ე.ი. ის არაა პრობლემა – ის ხარჯია.

27. მოერიდე თხას წინიდან, ცხენს – უკნიდან, სულელს – ყველა მხრიდან.

28. სტუმარი და თევზი 3 დღეში ყროლდებიან.

29.ღმერთმა ადამიანს ორი ყური მისცა და ერთი პირი, იმიტომ რომ მან მეტი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.

30. ღმერთმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებს კი თავად უნდა დააღწიო თავი.



0
11174
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
11174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0