x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე


მე-18 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1710 წელს ცნობილმა ჰოლანდიელმა ფერმწერმა არტ დე გელდერმა (Aert de Gelder - 1645-1727 წწ.) შექმნა მხატვრული ტილო სახელწოდებით - "ქრისტეს ნათლობა" ("The baptism of Christ"). აქ გამოსახულია ყველასთვის კარგად ნაცნობი სახარებისეული ეპიზოდი, როდესაც მდინარე იორდანეში იესო მიდის იოანე ნათლისმცემელთან იმისთვის, რომ მან მონათლოს იგი წყლით და ამ დროს იოანეს აქვს ხილვა და ესმის ხმა ღვთისა ზეციდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე, მას უსმინეთ". გელდერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ცაში გამოესახა არა კაცის სახე, ღვთის ხელი, მტრედი ან სხვა ქრისტიანული სიმბოლო, არამედ არც მეტი და არც ნაკლები დისკის ფორმის ოვალური ობიექტი, საიდანაც გამოდის ოთხი სხივი და ეცემა მდინარეში მდგარ იესოს ნათლობის ადგილს. საინტერესოა, რომ აღნიშნული მხატვარი თვით რემბრანდტის გამორჩეული მოწაფე გახლდათ, რომელსაც შემთხვევით ხელში ჩაუვარდა, ვატიკანის არქივები და მისი საიდუმლო ცოდნის ნაწილი. ფიქრობენ, რომ არტ დე გელდერი ამ და სხვა ნახატებით შეფარვით, დაშიფრულად და ზოგჯერ ასე აშკარადაც ავრცელებდა ხალხში იმ ცოდნას და ინფრომაციას, რომელიც მას გააჩნდა სხვადასხვა საკითხზე. ამჟამად აღნიშნული ნამუშევარი ინახება ქემბრიჯის მუზეუმში, დიდ ბრიტანეთში.


ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე


კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია

12. უცხოპლანეტელები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
429
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
429