საზოგადოება StopCov ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში 9 მლნ ლარი შეგროვდა 2020, 25 მარტი, 20:40 ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა. ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 - ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან მიაწოდეს. არსებული ინფორმაციით, 25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანი 20 - მდე კომპანიამ გააკეთა. მათ შორის არის ერთი ფიზიკური პირიც: საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძეც. StopCoV ფონდში ასახული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია. ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში ვებგვერდი Stopcov.ge, სადაც ინფორმაციის მიღება ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ პერიოდულად ახლდება. 63 1-ს მოსწონს
|