საბუნებისმეტყველო სოკოები 2020, 24 მარტი, 3:44 2001 წელს გამოქვეყნებულმა დიდმა გენეტიკურმა კვლევამ სოკოებისა და მცენარეების შესახებ აჩვენა, რომ დედამიწის ისტორიაში და მისი კლიმატის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულეს სოკოებმა და მცენარეებმა და ისინი გაჩნდნენ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კერძოდ 2001 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ "Sciense"-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმელეთის პირველი მცენარეები წარმოიშვნენ 700 ათასი წლის წინ, ხოლო პირველი სოკოები ხმელეთზე გაჩნდნენ ჯერ კიდევ 1.3 მილიარდი წლის წინ. მათ შეასრულეს უდიდესი როლი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის კლებაში და მოამზადეს გარემო ე.წ. "დიდი კამბრიული აფეთქებისთვის", ანუ პერიოდისთვის, როდესაც ძალიან გამრავლდა ცხოველთა სამეფო და მთელ პლანეტას მოედნენ. ეს სწორედ სოკოების და მცენარეების დამსახურებით მოხერხდა (წყარო: science.psu.edu) სოკოების სამეფო ეუკარიოტების, ავკარიოტების ანუ ბირთვიან-უჯრედოვანი ცოცხალი არსებების დომენში ანუ იმპერიაში შემავალი 4 სამეფოდან ერთ-ერთია (პროტისტები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები). სოკოების უჯრედები საოცრად ემსგავსებიან ადამიანის უჯრედებს. მათ და ადამიანებს ცხადია საერთო წინაპარი ჰყავდა, ისევე, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, მაგრამ სოკოებისა და ადამიანების წინაპარი სახეობების გზები ევოლუციის პერიოდის ადრეულ პერიოდშივე გაიყარა. მაგალითად 2006 წელს ჩატარებულმა მინესოტას უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ პირველი სოკოები არ იყვნენ ხმელეთზე გავრცელებული არსებები, არამედ წყალში არსებობდნენ. სოკოები წყალში წარმოიშვნენ 1.538 მილიარდი წლის წინ და 1.3 მილიარდი წლის წინ უკვე გავრცელდნენ ხმელეთზეც. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი ასევე წყალში წარმოიშვნენ 1.547 მილიარდი წლის წინ და ხმელეთზე გავრცელდნენ 700 ათასი წლის წინ. (წყარო: eurekalert.org) საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ხმელეთის სოკოებმა 400 მილიონი წლის წინ იმდენად დიდ ზომებს მიაღწიეს, რომ მათი გიგანტური ზომა დღევანდელი ხეების სიმაღლესაც კი აღემატებოდა. დღესდღეობით სოკოების გავრცელება საკმაოდ დიდია, გვხვდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში. სოკოების სამეფოს სხვადასხვა ავტორი ჰყოფს სხვადასხვა რაოდენობის კატეგორიად ანუ ტიპად (Phyla, Phylum). ზოგიერთი ავტორი გამოყოფს ე.წ. "სოკოების ხუთ ნამდვილ ტიპს", ესენია: 1. ქიტრიდიომიცეტები (Chytridiomicota; Chytrids) 2. ზიგომიცეტები (Zygomicota, Zygomicetes) 3. ასკომიცეტები ანუ ჩანთიანი სოკოები (Ascomycota, Ascomicetes) 4. ბაზიდიომიცეტები ანუ ბაზიდიუმიანი სოკოები (Basidiomycota, Basidiomycetes) 5. გლომერომიცეტები (Phylum glomeromycota) სხვა ავტორები ამათ გარდა კიდევ ასახელებენ შემდეგ ტიპებს ანუ კატეგორიებს (ფილუმს): 6. მიკროსპორიდები (Microsporidia) 7. ბლასტოკლადიომიცეტები (Blastocladiomycota, Blastocladiomicetes) 8. ნეოკალიმასტიგომიცეტები (Neocallimastigomycota) კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე160 1-ს მოსწონს |