საზოგადოება შარავანდედის ეფექტი, რომელსაც ხშირად იყენებდა ობამა 2020, 23 მარტი, 21:33 შარავანდედის ეფექტი (halo effect), რომლის თანახმადაც ჩვენ ინდივიდის შესახებ ზოგადი შეხედულება გვიყალიბდება მისი ერთი რომელიმე თვისების მიხედვით, ემპირიულად ჯერ კიდევ 1920 წელს ბიჰევიორიზმის ერთ-ერთმა პიონერმა ედუარდ თორნდაიკმა (Edward Lee Thorndike) დაადასტურა. ეს მეტად საინტერესო ეფექტი გვაიძულებს ადამიანი შევაფასოთ ან ვიმსჯელოთ მის შესახებ მხოლოდ ერთი რომელიმე თვისების მიხედვით. მაგალითად თუ თქვენ გარეგნულად მოგწონთ ადამიანი, დიდი ალბათობით ივარაუდებთ, რომ მას კარგი ინტელექტი აქვს, მეგობრული და კეთილი ადამიანია. ზოგადად შარავანდედის ეფექტს განაპირობებს ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურება – იაზროვნოს მცდარი ანალოგიებით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფართოდ გავრცელებული ორი სტერეოტიპული შეცდომა: "გვერდით ყოფნა - ერთად ყოფნას ნიშნავს" და "წარმატება ერთ საქმეში - ნიშნავს წარმატებას სხვა საქმეებშიც". "გვერდით ყოფნა - ერთად ყოფნას ნიშნავს" სწორედ ამის გამო უყვართ პოლიტიკოსებს პოპულარული მსახიობების, სპორტსმენების და მუსიკოსების, ცნობილი მეცნიერების, მწერლებისა და მხატვრების გვერდით ყოფნა. ამ ხერხს ძალიან ხშირად და ეფექტურად იყენებდა პრეზიდენტი ობამა. 430 1-ს მოსწონს
|