x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
თანამედროვე დომენების სისტემა - ცოცხალი სამყაროს ტაქსონომია
თანამედროვე დომენების სისტემა - ცოცხალი სამყაროს ტაქსონომია


დედამიწაზე სიცოცხლე, თუ გამრავლებად მოლეკულებს სიცოცხლედ მივიჩნევთ, დაახლოებით 4.1 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა. უკვე ჩამოყალიბებული ერთუჯრედიანი ორგანიზმები, კერძოდ პირველი პროკარიოტები კი დაახლოებით 3.8 მილიარდი წლის წინ. ყოველი ცოცხალი არსება, რაც კი დედამიწაზე არსებობს ან რასაც უარსებია (გადაშენებულია 100 მილიარდზე მეტი სახეობა), ყოველი ცოცხალი ინდივიდი, ადამიანით ან ნიანგით დაწყებული, მცენარეებით გაგრძელებული და ბაქტერიით დამთავრებული, თითოეული ერთიანდება ტაქსონომიურ გაერთიანებებში. ეს ტაქსონომიური ჯგუფებია, აი ამგვარად:


სიცოცხლე (life) - აქ ერთიანდება ყველა ცოცხალი არსება

დომენი ანუ იმპერია (Domain, Empire) - შემდეგ მთელი ცოცხალი სამყარო იყოფა სამ ნაწილად: ბაქტერიები, არქეები და ევკარიოტები


სამეფო (Kingdom) - თითოეული დომენი შედგება სამეფოებისგან

ტიპი ანუ კატეგორია (Phylum) - თითოეული სამეფო შედგება მრავალი ტიპისგან.

კლასი (Class) - თითოეული ტიპი ანუ კატეგორია შედგება მრავალი კლასისგან.

რიგი (Order) - თითოეული კლასი შედგება მრავალი რიგისგან.

ოჯახი (Family) - თითოეული რიგი შედგება მრავალი ოჯახისგან.

გვარი (Genus) - თითოეული ოჯახი შედგება მრავალი გვარისგან.

სახეობა (species) - თითოეული გვარი კი შედგება მრავალი სახეობისგან.


აი, მაგალითად განვიხილოთ ჩვეულებრივი წითელი მელიის ტაქსონომია:


მელიის ტაქსონომია

დომენი: ევკარიოტი

სამეფო: ცხოველი

ტიპი: ქორდიანი

კლასი: ძუძუმწოვარი

რიგი: მტაცებელი

ოჯახი: ძაღლისებრი

გვარი: მელა

სახეობა: წითელი მელა



უკეთესად გასააზრებლად განვიხილოთ უკვე თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის მაგალითი და ჩამოვწეროთ ადამიანის ტაქსონომია:


ადამიანის ტაქსონომია


დომენი: ევკარიოტი

სამეფო: ცხოველი

ტიპი: ქორდიანი

კლასი: ძუძუმწოვარი

რიგი: პრიმატი

ოჯახი: ჰომინიდი, ადამიანისებრი

გვარი: ჰომო ანუ ადამიანი

სახეობა: ჰომო საპიენსი ანუ თანამედროვე ადამიანი (ლათინურად "საპიენს" ნიშნავს ბრძენს)


თანამედროვე ეპოქაში, როდესაც უკვე განვითარდა გენეტიკური მეცნიერება, ცოცხალი სამყაროს ახლებური დაჯგუფება მოხდა, რომელიც დაფუძნებულია რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) სტრუქტურულ განსხვავებებზე და ყველაზე ზუსტადაა დადგენილი სხვადასხვა ცოცხალი არსების დაჯგუფება დომენებსა და სამეფოებში. დღევანდელი სისტემით ცოცხალი სამყარო უკვე იყოდა 3 დომენად ანუ იმპერიად და 6 სამეფოდ. კერძოდ ესენია:


დომენები:


1. არქეები (Archaea) - არიან პროკარიოტები ანუ უბირთვოები.

2. ბაქტერიები (Bacteria) - არიან პროკარიოტები ანუ უბირთვოები.

3. ევკარიოტები (Eukarya) - არიან ბირთვიანები. ამ დომენში, ახალი დაყოფით, შედის 4 სამეფო: პროტისტები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები.



სამეფოები:


პროკარიოტების 2 სამეფო (არქეობაქტერიები და ბაქტერიები):


1) არქეობაქტერია (Archaebacteria - ancient bacteria) - შედიან არქეების დომენში და არიან პროკარიოტები. ისინი ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 3.8 მილიარდი წლის წინ. არქეები ანუ არქეობაქტერიები შეიცავს 3 კატეგორიას, ტიპს (Phylum, Phyla) ესენია:

1. კრენარქეები (Crenarcheota) - ბევრ ორგანიზმს მოიცავს, რომლებიც ჰიპერთერმოფილები და თერმოაციდოფილები არიან. ეს არქეობაქტერიები ისეთ გარემოში ცხოვრობენ დამრავლდებიან, სადაც მაღალი ტემპერატურაა (ჰიპერთერმოფილები) ან მაღალი ტემპერატურა და მაღალი მჟავიანობაა (თერმოაციდოფილები)

2. ევრიარქეები (Euryarchaeota) - ამ არქეებს ასევე ეწოდებათ მეთანოგენები. ისინი მეტაბოლიზმის პროცესში აწარმოებენ მეთანს, როგორც მეორეულ პროდუქტს. ეს არსებები უჟანგბადო გარემოში არსებობენ და მრავლდებიან.

3. კორარქეები (Korarchaeota) - არქეების ამ ტიპზე ჯერჯერობით ბევრი რამ არაა ცნობილი. ისინი აღმოჩენილია ცხელ წყაროებში, ჰიდროთერმულ არხებში და ობსიდიანის აუზებში.


2) ბაქტერიები (Eubacteria, true bacteria) - შედიან ბაქტერიების დომენში და არიან პროკარიოტები. ბააქტერიები ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 3.8-3.6 მილიარდი წლის წინ. საერთოდ ბაქტერიები იყოფა კიდევ 5 მთავარ კატეგორიად, ტიპად (Phylum, Phyla) ესენია:

1. პროტეობაქტერია (Proteobacteria) - ამ ტიპში ერთიანდება ყველაზე მეტი ბაქტერია, როგორიცაა მაგალითად ეშერიხია კოლი, სალმონელა, ჰელიკობაქტერ პილორი, ვიბრიო და ა.შ.

2. ციანობაქტერია (Cyanobacteria) - მათ აქვთ უნარი, რომ აწარმოონ ფოტოსინთეზი. ისინი ასევე ცნობილნი არიან, როგორც ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მათი ფერის მიხედვით.

3. ფირმიკუტები (Firmicutes) - ეს გრამ-დადებითი ბაქტერიებია და ამ ტიპში შედის მაგალითად კლოსტრიდიუმი, ბაცილა და მიკოპლაზმა (მიკოპლაზმა არის ბაქტერია, რომელსაც არ გააჩნია უჯრედის კედელი).

4. ქლამიდიები (Clamidiae) - ეს პარაზიტული ბაქტრიები მრავლდება მასპინძელი ორგანიზმის უჯრედების წიაღში. ბაქტერიების ამ ტიპში შედის მაგალითად ქლამიდია ტრაქომატისი და ქლამიდია პნევმონიე (რომელიც იწვევს ფილტვების ანთებას, პნევმონიას).

5. სპიროქეტები (Spirochetes) - ეს ბოთლის გასახსნელის ფორმის მქონე ბაქტერიების ტიპს ახასიათებს გამორჩეული მოძრაობები გადაადგილებისას. ამ ტიპის ბაქტერიებს მიეკუთვნება მაგალითად ბორელია ბურგდორფერი (რომელიც იწვევს ლაიმის დაავადებას) და ტრეპონემა პალიდუმი (რომელიც იწვევს სიფილისს).


ევკარიოტების დომენის სამეფოები (4 სამეფო: პროტისტები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები)


3) პროტისტები (protista) - შედიან ევკარიოტების დომენში. პროტისტებია მაგალითად უმარტივესები და ლორწოვანი ობები. პროტისტები ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 2.1 მილიარდი წლის წინ. პროტისტების სამეფო შეიცავს 45 სხვადასხვა კატეგორიას, ტიპს (Phylum, Phyla), მაგრამ ავტორთა ნაწილი ამ 45 სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებენ 18 სუპერკატეგორიაში (Superphyletic groups). ესენია:

1. რიზოპოდები; rhizopods (კარიობლასტები - Karyoblastea, ამებოიდები - Amoebozoa, აკრასიები - Acrasia, ევმიცეტოზოები - Eumycetozoa, პლაზმოდიოფორები - Plasmodiophorea, გრანულორეტიკულოზისებრები - Granuloreticulosa, ქსენოფიოფორები - Xenophyophora).

2. მასტიგომიცეტები; mastigomycetes (ჰიპოქიტრიდიომიკოტები - Hypochitridiomycota, ოომიკოტები - Oomycota, ქიტრიდიომიოტები - Chytridiomycota).

3. ქლორობიონტები; chlorobionts (ქლოროფიტები - Chlorophyta, პრასინოფიტები - Prasinophyta, კონიუგატოფიტები - Conjugatophyta, ქაროფიტები - Charophyta, გლავკოფიტები - Glaucophyta).

4. ევგლენოზოა; euglenozoa (ევგლენოფიტები - Euglenophyta, კინეტოპლასტიდები - Kinetoplastidea, ფსევდოცილიატები - Pseudociliata).

5. როდოფიტები; rhodophytes (როდოფიტები - Rhodophyta).

6. კრიპტომონადები; cryptomonads (კრიპტოფიტები - Cryptophyta).

7. ქოანოფლაგელატები; choanoflagellates (ქოანოფლაგელატები - Choanoflagellata).

8. ქრომობიონტები; chromobionts (ქრისზოფიტები - Chrysophyta, ჰაპტოფიტები - Haptophyta, ბაცილარიოფიტები - Bacilariophyta, ქსანთოფიტები - Xanthophyta, ევსტიგმატოფიტები - Eustigmatophyta, ფეოფიტები - Phaeophyta, პროტერომონადები - Proteromonadea).

9. ლაბირინთომორფები; labyrinthomorphs (ლაბირინთულები - Labyrinthulae, ტრავსტოქიტრიაკები - Traustochytriacea).

10. პოლიმასტიგოტები; polymastigotes (მეტამონადები - Metamonadea)

11. პარაფლაგელატები; paraflagellates (ოპალინატები - Opalinata).

12. აქტინოპოდები; actinopods (ჰელიოზოიდები - Heliozoa, ტაქსოპოდები - Taxopoda, აკანთარიები - Acantharia, პოლიკისტინები - Polycystina, ფეოდარიები - Phaeodaria).

13. დინოფლაგელატები; dynoflagelattes (პერიდინები - Peridinea, სინდინები - Syndinea).

14. ცილიატები; ciliates (ცილიოფორები - Ciliophora).

15. სპოროზოა; sporozoa (სპოროზოები - Sporozoa).

16. მიკროსპორიდია; microsporidia (მიკროსპორიდები - Micrsoporidia).

17. ჰაპლოსპორიდია; haplosporidia (ჰაპლოსპორიდები - Haplosporidia).

18. მიქსოსპორიდია; myxosporidia (მიქსოსპორიდები - Myxosporidia, აქტინომიქსიდები - Actinomyxidea).


4) სოკოები (Fungi) - შედიან ევკარიოტების დომენში. ისინი გაჩნდნენ მსოფლიოს წყლებში ჯერ კიდევ 1.538 მილიარდი წლის წინ და გავრცელდნენ ხმელეთზე 1.3 მილიარდი წლის წინ. 400 ათასი წლის წინ კი მიაღწიეს იმდენად დიდ ზომებს, რომ სიმაღლეში დღევანდელი ხეების უმრავლესობას აღემატებოდნენ. სოკოების სამეფოს სხვადასხვა ავტორ ჰყოფს სხვადასხვა კატეგორიად, ტიპად (Phyla, Phylum), ხშირად კი შემდეგ ტიპებად:

1. ქიტრიდიომიცეტები (Chytridiomycota, Chitrids)

2. ზიგომიცეტები (Zygomycota, Zygomycetes)

3. ასკომიცეტები ანუ ჩანთიანი სოკოები (Ascomycota, Ascomycetes)

4. ბაზიდიომიცეტები ანუ ბაზიდიუმიანი სოკოები (Basidiomycota, Basidiomycetes)

5. გლომერომიცეტები (Glomeromycota)

სხვა ავტორები ამათ გარდა კიდევ ასახელებენ სამ კატეგორიას:

6. მიკროსპორიდები (Microsporidia)

7. ბლასტოკლადიომიცეტები (Blastocladiomycota)

8. ნეოკალიმასტიგომიცეტები (Neocallimastigomycota)


5) მცენარეები (Plantae) - შედიან ევკარიოტების დომენში. ისინი გაჩნდნენ მსოფლიოს წყლებში ჯერ კიდევ 1.547 მილიარდი წლის წინ და ხმელეთზე გავრცელდნენ 700 ათასი წლის წინ. არსებობს 250, 000-ზე მეტი სახეობა მცენარეებისა, რომელიც დღესდღეობით აღწერილია. მცენარეების სამეფო იყოფა სხვადასხვა კატეგორიად ანუ ტიპად (Phyla, Phylum), ზოგიერთი ავტორი ასახელებს 12 "ფილუმს", ზოგიერთი მეტს. რომ გავაერთიანოთ, მივიღებთ ამგვარ სურათს:

1. ანთროცეროტოფიტები ანუ ანთოცეროფიტები (Anthrocerotophyta, Anthrocerophyta)

2. ბრიოფიტები (Bryophyta)

3. ქაროფიტები (Charophyta) - ასევე მიაკუთვნებენ პროტისტებს.

4. ქლოროფიტები (Chlorophyta) - ასევე მიაკუთვნებენ პროტისტებს.

5. კიკადოფიტები (Cycadophyta)

6. გინგკოფიტები (Ginkgophyta)

7. გლავკოფიტები (Glaucophyta) - ასევე მიაკუთვნებენ პროტისტებს.

8. გნეტოფიტები (Gnetophyta)

9. ლიკოპოდიოფიტები ანუ ლიკოფიტები (Lycopodyophyta, Lycophyta)

10. მაგნოლიოფიტები ანუ ანთოფიტები (Magnoliophyta, Anthophyta)

11. მარქანტიოფიტები ანუ ჰეპატოფიტები (Marchantiophyta, Hepatophyta)

12. პინოფიტები ანუ კონიფეროფიტები (Pinophyta, Coniferophyta)

13. პტერიდოფიტები ანუ ფილიკინოფიტები (Pteridophyta, Filicinophyta)

14. პსილოფიტები (psilophyta)

15. სფენოფიტები (Sphenophyta)


6) ცხოველები (Animalia) - შედიან ევკარიოტების დომენში. ცხოველების სამეფოს პირველი წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 665 მილიონი წლის წინ. ცხოველების სამეფო ევოლუციის პროცესში, დროთა განმავლობაში ძალიან მრავალფეროვანი გახდა და დღეს იყოფა 35 ტიპად ანუ კატეგორიად (Phyla, Phylum):

1. აკანტოფალები (Acanthocephala) - ეკლიანი ჭიები.

2. აკელომორფები (Acoelomorpha, Acoels) - ამ უხერხემლოებს არ აქვთ პირი და არც მომნელებელი ტრაქტი.

3. ანელიდები (Annelida) - სეგმენტირებული ჭიები.

4. ართროპოდები (Arthropoda) - მწერები, ეგზოსკელეტონის ანუ გარე-ჩონჩხის მქონე არსებები.

5. ბრახიოპოდები (Brachiopoda) - მხარფეხიანები, ბევრი ნიჟარის მქონეა.

6. ბრიოზოები (Bryozoa) - ეს უხერხემლოები ოკეანეებში და ზღვებში ბინადრობენ, სხვანაირად ეწოდებათ ასევე ხავსა ცხოველები, პოლიზოა ან ექტოპროქტები.

7. ქეტოგნათები (Chaetognatha) - ისრისებრი ჭიები.

8. ქორდიანები (Chordata, Chordates) - ეს კატეგორია შეიცავს ძუძუმწოვრებს, ქვეწარმავლებს, ფრინველებს, თევზებს და ამფიბიებს.

9. კნიდარიები (Cnidaria) - ნემატოციდები.

10. კტენოფორები (Ctenophora) - წვრილკბილა სავარცხლისებრი ჟელეები.

11. კიკლიოფორები (Cycliophora) - სიმბიონები.

12. ექინოდერმები (Echinodermata, Echinoderms) - ეკლიანები.

13. ენტოპროქტები (Entoprocta) - ბოკლისებრი ჭიები.

14. გასტროტრიქები (Gastrotricha) - მეიოფაუნა.

15. გნათოსტომულიდები (Gnathostomulida) - მარწუხიანი ჭიები.

16. ჰემიქორდატები, ნახევრადქორდიანები (Hemicordata) - რკოსებრი ჭიები.

17. კინორინქები (Kinorhyncha) - ტალახის დრაკონები.

18. ლორიციფერები (Loricifera) - ფუნჯისებრთავები.

19. მიკროგნათოზოები (Micrognathozoa) - პატარაყბიანი ცხოველები.

20. მოლუსკები (Mollusca)

21. ნემატოდები (Nematoda) - მრგვალი ჭიები.

22. ნემატომორფები (Nematomorpha) - ძაფისებრი, ძუისებრი ჭიები.

23. ნემერტები (Nemertea) - ლენტისებრი ჭიები.

24. ონიქოფორები (Onychophora) - ხავრდისებრი ჭიები.

25. ორთონექტიდები (Orthonectida) - სწორად მცურავები.

26. ფორონიდები (Phoronida) - ცხენისჩლიქა ჭიები.

27. პლაკოზოები (Placozoa) - თეფშისებრი ჭიები.

28. პლატიჰელმინთები (Platyhelminthes) - ბრტყელი ჭიები.

29. პორიფერები (Porifera) - ღრუბელები.

30. პრიაპულიდები (Priapulida) - მცირე პენისები.

31. რომბოზოები (Rhombozoa) - რომბისებრი ცხოველები.

32. როტიფერები (Rotifera) - ბორბლის მტარებლები.

33. სიპუნკულები (Sipuncula) - მიწის თხილისებრი ჭიები.

34. ტარდიგრადები (Tardigrada) - წყლის დათვები (მიკროსკოპული ცხოველები)

35. ქსენოტურბელიდები (Xenoturbellida) - უცხო ბრტყელი ჭიები.



შენიშვნა: ამ სტატიაში მოცემულია მხოლოდ ის, თუ როგორ იყოფა სიცოცხლე 3 მთავარ დომენად (Domain), შემდეგ როგორ იყოფა თითოეული დომენი სამეფოებად (Kingdoms) და თითოეული ეს სამეფო კი - ტიპად ანუ კატეგორიად (Phylum). რა თქმა უნდა ხდება უკვე აქ მოცემული თითოეული ტიპის ანუ კატეგორიის, "ფილუმების" კიდევ უფრო დაყოფა უკვე კლასებად და ის კლასებიც უამრავ განშტოებად იყოფა, მაგრამ ამის დაწერა აქ ვეღარ მოხერხდებოდა ძალიან დიდი რაოდენობის გამო, ვინაიდან ბოლომდე რომ დაგვეწერა, მოგვიხდებოდა დღეს არსებული ყველა ცნობილი სახეობის ცოცხალი არსების ანუ 1.2 მილიონი დასახელების ჩამოწერა.





წყარო 1: www.thoughtco.com

წყარო 2: www.sciencedirect.com


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
499
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
499