x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ეკლესია, როგორც ორიათასწლოვანი მომაკვდინებელი ეპიდემიების უშრეტი წყარო
კორონავირუსი


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა სახელმწიფო, თუ ქართული ორთოდოქსული ეკლესია მისი მრევლითურთ დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის წესებს და წირვა-ლოცვაზე ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, ამგვარად უპასუხა:


„[საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ] დეკრეტში არ არის რაიმე რიცხვი განსაზღვრული, 10, 15 ან 20.


...მეორეც, სახელმწიფოს და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს ძალიან ხანგრძლივი, კონსტრუქციული ურთიერთობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში, როცა არის COVID-19-ის პანდემია და საქართველომ ეფექტურად მოახერხა ეფექტურად შეკავება პირველ ეტაპზე, თუკი ამის საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება.



მესამეც, როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა:


“როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. შესაბამისად, მთავრობას მივეცით უფლება, თუ ეს საჭიროებები [გაჩნდა], თუ ჩვენება შეიცვალ… უფრო მკაცრი შეზღუდვები მიიღოს“.


საპატრიარქოში საგანგებო მდგომარეობაზე დღეს საღამოს გააკეთეს კომენტარი, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია წირვა-ლოცვების შეწყვეტას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ათზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა.


ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც პრემიერმა განაცხადა:


“საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.


წინა დღეს, 20 მარტს, ორთოდოქსული ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რეალური საფრთხის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება შეჩერდება და არც ზიარების წესი შეიცვლება, ხოლო 19 აპრილს, როცა “წმინდა აღდგომის” დღესასწაული დგება, ეკლესია ჩვეულებრივ გამართავს მრევლის მრავალათასიან შეკრებას და წირვა-ლოცვას, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ნამდვილ აფეთქებას გამოიწვევს, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოყვება.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეკლესია მომაკვდინებელი დაავადებების გავრცელების წყაროს წარმოადგენს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ორიათასწლოვანი ისტორია ეპიდაფეთქებათა და ყველანაირი ჭირის გავრცელების ისტორიაა.


შუა საუკუნეებში, როცა სხვადასხვა ეპიდემიები პერიოდულად ჩნდებოდა და მუსრს ავლებდა მილიონობით ადამიანს, ეკლესია ყოველთვის ერთგულ დამხმარედ ევლინებოდა სენს. რელიგიის მესვეურთათვის ეპიდემია იყო არა სხვადასხვა ვირუსების თუ ბაქტერიების გავრცელების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი და ახსნადი მოვლენა, არამედ “ღვთის რისხვა”, რომელიც “ღმერთმა” იმისათვის დაატეხა თავს ადამიანებს, რომ რწმენაში გაეძლიერებინა ისინი. ამიტომ პანიკით ატანილი ადამიანები თავზარდაცემულები მიდიოდნენ ეკლესიებში, მასობრივად ჯგუფდებოდნენ, თავგანწირვით ლოცულობდნენ და ამით ხელს უწყობდნენ დაავადების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას, რაც უთვალავი ადამიანის სიკვდილით სრულდებოდა. გარდაცვლილები კი ეკლესიას არ ადარდებდა: მისთვის ისინი “მცირედმორწმუნენი” იყვნენ, რომლებსაც “უფალმა” რისხვა "ცოდვების" გამო დაატეხა თავს.


კორონავირუსი


დღეს დასავლეთის (მათ შორის ორთოდოქსული) ეკლესიები განსხვავებულად უყურებენ საკითხს. მათ ესმით, რომ ეპიდემიის დროს ადამიანების ერთად თავშეყრა დამღუპველია. ამიტომ ისინი მოუწოდებენ მრევლის წევრებს, დარჩნენ შინ. მათ ასევე შეცვალეს ზიარების წესი საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით.


ჩემი მოწოდება მორწმუნეების მიმართ შემდეგია: თუ გიყვართ საკუთარი ახლობლები და საკუთარი სიცოცხლე რამედ მაინც თუ გიღირთ, დაეტიეთ სახლებში და ნუ დაესწრებით წირვა-ლოცვებს. როცა ეპიდემია ჩაივლის, მერე დაესწარით თუნდაც ათას წირვას, ოღონდ ახლა თავი შეიკავეთ და ნუ იქცევით დაავადების გადამტან ბუნებრივ რეზერვუარებად. სხვები თუ არ გეცოდებათ, დაინდეთ ნათესავები და საკუთარი სიცოცხლე მაინც.


კორონავირუსი


ამ ყველაფერთან ერთად ერთი რამ ცხადზე უფრო უცხადესია: დღევანდელზე უფრო უსუსური, უთავმოყვარეო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება საქართველოს არ ახსოვს მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ასეთი უსუსურობა ეკლესიის წინაშე გამოწვეულია სურვილით, მიიღოს არჩევნებზე მრევლის ხმები საპატრიარქოს მხარდაჭერის გავლით, თუმცა მან, ვინც ასე ფიქრობს, არ იცის, თუ როგორი ბნელი და სასაცილო არარაობები მართავენ ქვეყანას.



საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში მოკალათებულ საცოდავ ტაკიმასხარებს მართლა სჯერათ, რომ თუ საპატრიარქოს წინააღმდეგობას გაუწევენ, ამისთვის ღმერთი დასჯით და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ყველაფრის მთავარი მიზეზი ეს არის. გაუნათლებლობაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი.

25
580
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
580
  
2020, 28 მარტი, 8:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 7:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კახაბერ კახაბერისძე-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10