მხატვრობა ბრუნო ვეფხვაძე - დიდი ქართველი მხატვარი - ნაწილი III 2020, 20 მარტი, 3:55 ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, დიდი მხატვრის, ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში და ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დინასტიას სათავე დაუდო მისმა დიდმა ბაბუამ საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს მისივე შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949-2016). ბრუნო თავისი დიდი წინაპრების კვალს გაჰყვა, 1993 წელს ჩაირიცხვა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში და 1996 წელს დაამთავრა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, ცნობილი ქართველი მხატვრის, თ. ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 2005 წელს მან შექმნა სადიპლომო ნამუშევარი "გათავისუფლებული იერუსალიმი". 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმოგიდგენთ ბრუნოს ნახატების ნაწილს. ბრუნო ვეფხვაძის ნახატების კოლექციის პირველი და მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 1) ბრუნო ვეფხვაძე - დიდი ქართველი მხატვარი - ნაწილი I 2) ბრუნო ვეფხვაძე - დიდი ქართველი მხატვარი - ნაწილი II 41. "ამორძალი"42. "დილა" - რომაელი ქალი - ბრუნო ვეფხვაძე43. "დილა" - იტალიელი ქალი - ბრუნო ვეფხვაძე44. "დილა"45. "ქუჩა ძველ რომში"46. "დედოფალ ნეფერტიტის მოქანდაკე"47. "დავითგარეჯის მონასტერი"48. "სვეტიცხოველის ტაძარი". 2009. 50X40 სმ.49. "მარტვილის მონასტერი"50. "აღდგომის დღესასწაული"51. "რომაელი ჯარისკაცის აღჭურვილობა"52. "ჩემი ხატია სამშობლო"53. "ტაძრელი რაინდების სიმბოლოები"54. "ფრონტავიკი"55. ალ'არმი56. "გერმანელი ხალხის სახელით"57. "პასექი"58. "ბურგონეტი"59. "რაინის გუშაგი" - ოტო ფონ ბისმარკი60. "რომაული სული"კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე204 1-ს მოსწონს |