მხატვრობა ბრუნო ვეფხვაძე - დიდი ქართველი მხატვარი - ნაწილი II 2020, 19 მარტი, 22:52 ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, დიდი მხატვრის, ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში და ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დინასტიას სათავე დაუდო მისმა დიდმა ბაბუამ საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს მისივე შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949-2016). ბრუნო თავისი დიდი წინაპრების კვალს გაჰყვა, 1993 წელს ჩაირიცხვა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში და 1996 წელს დაამთავრა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, ცნობილი ქართველი მხატვრის, თ. ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 2005 წელს მან შექმნა სადიპლომო ნამუშევარი "გათავისუფლებული იერუსალიმი". 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმოგიდგენთ ბრუნოს ნახატების ნაწილს. ბრუნო ვეფხვაძის ნახატების კოლექციის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ბრუნო ვეფხვაძე - დიდი ქართველი მხატვარი - ნაწილი I 21. "ზვიად გამსახურდია" - საქართველოს პირველი პრეზიდენტი22. "ხევსური ქალი"23. "ქართლელი ქალი"24. "ქართველი ქალბატონი" (ნანუკა დავითური)25. "გრაფინია აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტი"26. "რომაელი ქალები"27. "რომაელი ქალი"28. "ოდალიკი"29. "ჯულიეტა"30. "ოდალისკა" - პირველი ვარიანტი31. "ოდალისკა" - მეორე ვარიანტი32. "რომაელი ქალი", 2018 წ. 90/90 სმ.33. "სპარსელი ქალი"34. "თვალთვალი ჰარემში"35. "ქართველი გოგო მზიკო"36. "ხევსური ქალები"37. "ძველი თბილისი"38. "უფლისწული"39. "კავკასიელი"40. "რომაელი ქალები"კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე300 1-ს მოსწონს |