x
image
intermedia.ge
Mediator image
ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე
image


ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატი, უმეტესად ბავშვი და მოზარდი გმირებით, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს და შესაბამისად, ჩნდება ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი – ეს მე–20 საუკუნის ერთ–ერთი გამორჩეული ავტორი ჯერომ სელინჯერი და მისი შემოქმედებაა.


ჯე­რომ დე­ვიდ სე­ლინ­ჯე­რი 1919 წლის 1-ელ იან­ვარს და­ი­ბა­და ნიუ-იორკში. მა­მა­მი­სი, სო­ლო­მონ სე­ლინ­ჯე­რი ლიტ­ვუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ებ­რა­ე­ლი გახ­ლდათ. ნიუ-იორკში თა­ვი­სი დახ­ლი ჰქონ­და და ყვ­ელი­თა და ლო­რით ვაჭ­რობ­და. მამა ცდი­ლობ­და, შვი­ლის­თვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა. 1936 წელს ჯე­რომ­მა სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში. იქვე შექ­მნა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი. მოგვიანებით, უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა და 1939 წელს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. იქვე მო­ის­მი­ნა ლექ­ცი­ა­თა კურ­სი მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ჟურ­ნალ "სტო­რის" რე­დაქ­ტო­რი უი­ლი­ამ ბერ­ნე­ტი კი­თხუ­ლობ­და. ეს ლექ­ცი­ე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან გა­მო­ად­გა. თუმ­ცა მო­მა­ვალ მწერ­ა­ლს სწავ­ლა არ დაუ­მთა­ვრე­ბია, არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქო­ნია და არც კა­რი­ე­რუ­ლი მი­ზან­სწრაფ­ვა, რი­თაც მა­მის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მა­მას წა­ე­ჩხუ­ბა და სახ­ლი­დან წა­ვი­და.


1942 წელს ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სა­ო­ფიც­რე-სერ­ჟან­ტუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ერთ წე­ლი­წად­ში სერ­ჟან­ტის რან­გში კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ნეშ­ვილ­ში გაგ­ზავ­ნეს. 1944 წელს სერ­ჟან­ტი სე­ლინ­ჯე­რი ნორ­მან­დი­ა­ში დე­სან­ტის გა­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მუ­შა­ობ­და სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­თან, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.



სელინჯერის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­წერ­ლო კა­რი­­რა ნი­უ–­ი­ორ­კულ ჟურ­ნა­ლებ­ში მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და­ი­წყო. მისი პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა "ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი" ჟურ­ნალ "სტო­რი­ში" და­ი­ბეჭ­და 1940 წელს. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა მოკ­ლე მო­თხრო­ბამ "ბა­ნა­ნა­ თევ­ზის ამინ­დი".


image


პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან, თერ­თმე­ტი წლის შემ­დეგ, სე­ლინ­ჯერ­მა თა­ვი­სი გამორჩეული რო­მა­ნი "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რი მო­წო­ნე­ბით შეხ­ვდა კრი­ტი­კაც და მკი­თხვე­ლიც. რო­მა­ნი დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ახალ­გაზ­რდებს შო­რის. თუმცა იმ პერიოდში წიგ­ნი აშშ-ის რამ­დე­ნი­მე შტატ­სა და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აიკ­რძა­ლა, დეპ­რე­სი­უ­ლო­ბი­სა და უხამ­სი ლექ­სი­კის გამო, თუმ­ცა დღეს ბევრ ამე­რი­კულ სკო­ლა­ში შე­დის წა­სა­კი­თხად რე­კო­მენ­დე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.


image


მას მერე, რაც მის­მა რო­მან­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, სე­ლინ­ჯერ­მა გან­დე­გი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. უარს ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე. 1965 წლის შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­წყვი­ტა, მხო­ლოდ თა­ვის­თვის ქმნი­და. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წლებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ურ­თი­ერ­თობ­და გარე სამ­ყა­როს­თან, ქა­ლაქ კორ­ნიშ­ში დიდ სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ქვეყ­ნი­ე­რე­ბის­გან მა­ღა­ლი ღობე ყოფ­და. ფი­ლო­სო­ფი­ას ჩა­უღ­რმავ­და, სულს იწ­რთობ­და, ბუ­დიზ­მით, ინ­დუ­იზ­მით, იო­გა­თი და­კავ­და და არატ­რა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას ეუფ­ლე­ბო­და...


სე­ლინ­ჯე­რი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა 2010 წლის 27 იან­ვარს, 91 წლის ასაკ­ში.


ქართველი მკითხველი მას ძირითადად რომანით „თამაში ჭვავის ყანაში“ იცნობს, თუმცა ქართულ ენაზე გამოცემულია მისი მოთხრობებიც - „9 მოთხრობა“. სულ ახალახან კი, გამომცემლობა „პალიტრა L-მა” გამოსცა მისი ორი ახალი წიგნი: "ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“ და "ფრენი და ზუი".


image


”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. ”სიმორი, შესავალი” ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ სიმორის - უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. იგი ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს. სელინჯერის ”ფრენისა და ზუის” მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.


image



ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა). რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს. რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.

„პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული ავტორის ოთხივე წიგნი გამორჩეული დიზაინისაა. მათ სადა, მინისმალისტური დიზაინის ყდები აერთიანებს.

0
161
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0