x
image
კატაპულტი
როგორ ებრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსს და რა სიტუაციაა ამჟამად?! (ვრცელი მიმოხილვა)
image

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 180 000 ადამიანზე მეტია ინფიცირებული და გარდაცვლილია 7000- მდე. სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსს სხვადასხვაგვარად ებრძვიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსს უკვე მიანიჭა პანდემიის სტატუსი. ორგანიზაციის განცხადებით, Covid-19 -ის ეპიცენტრი ახლა ევროპაა. ჩინეთის შემდეგ, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, ირანში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

არაერთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის: აშშ-ში. იტალიაში, ესპანეთში, ბულგარეთსა და ჩეხეთში. მრავალმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, ზოგიერთ მათგანში შეზღუდულია შიდა გადაადგილებებიც. დაკეტილია სკოლები, ბაღები, რესტორნები, კლუბები და არააუცილებელი პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზიები.

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში სწრაფი ტემპებით შენდება საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულთათვის. ქვეყანაში უცხოელები 1 მაისამდე არ დაიშვებიან.


ისეთმა ცნობილმა მწარმოებლებმა, როგორებიცაა ფოლკსვაგენი და აირბუსი, მუშაობა შეაჩერეს გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

საგანგებო მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 1540 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 35-ა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მთავრობა არ ახდენს მასიურ ტესტირებას ვირუსსზე, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ აღნიშნული ციფრები უფრო მაღალი იყოს. დიდ ბრიტანეთში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საპატიმროები ფაქტიურად სრულად დაიცალოს. მსგავსი ბრძანება გამოიცა გერმანაშიც, სადაც მსჯავრდებულებს, რომელთაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ და საზოგადოებისათვის არ წარმოადგენენ საფრთხეს, გაათავისუფლებენ.

კვლავ სწრაფად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში. რომის პაპმა სააღდგომო ღონისძიებები გაუქმებულად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიხტენშტაინში დაინფიცირების მხოლოდ 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა 5 ადამიანზე მეტის შეკრება. დაკეტილია საჯარო და კერძო მუზეუმები, კლუბები, რესტორნები, კაზინოები და სათამაშო სივრცეები, ფიტნეს ცენტრები, სპორტ-დარბაზები, ბიბლიოთეკები და ა.შ.

ჩეხეთის რამდენიმე ქალაქი იზოლაციაშია მოქცეულია, შეზღუდულია შიდა გადაადგილებები.

ლიტვის ხელისუფლებამ 2-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა 16 მარტიდან.

ევროპის მსგავსად, აზიიის არაერთმა ქვეყანამ ჩაკეტა უცხოელებისათვის საზღვრები.

სინგაპურის მთავრობის ცნობით, ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი უკვე გამოჯანმრთელებულია.

წინა პერიოდთან შედარებით, მცირედით მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.

სამაგიეროდ, კვლავ მატულობს ვირუსის გავრცელება ირანში.

აშშ-ში დაიკეტა კინო-თეატრები, კაზინოები და ა.შ. 16 მარტს სავარაუდო ვაქცინით მკურნალობა დაიწყო პირველმა მოხალისემ. კიდევ 45 მოხალისე შემდეგი კვირიდან მიიღებს ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობას.

კანადამ ასევე ჩაკეტა საზღვრები და თავის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, მოუწოდა სასწრაფოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.

საზღვრები ჩაკეტეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმაც, ზოგიერთ მათგანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბრაზილიის სხვადსხვა ციხიდან 1300 პატიმარზე მეტი გაიქცა. შემთხვევა კორონავირუსთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია.

ასევე ბრაზილიაში აიკრძალა რიოს ცნობილ სანაპიროზე შეკრება.

ვირუსი უკვე გავრცელდა აფრიკაშიც, სადაც უკვე 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, არიან გარდაცვლილებიც. ექსპერტების ვარაუდით, ყველაზე რთულად კორონავირუსს აფრიკა გადაიტანს.


ასევე საინტერესოა:

ცნობილები, ვინც ამჟამად კორონავირუსს ებრძვიან

*

რა ღირს ჩვენი ჯანმრთელობა? – 4 000 ევრო ნებაყოფლობით კორონავირუსით დაავადებისთვის

*

10 ფილმი ეპიდემიებსა და სამყაროს აღსასრულზე

*

ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ

*

გიგანტურმა კალიებმა თითქმის უკვე მთელი კონტინენტი გადაჭამეს

0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0