x
image
Yoona
Mediator image
რატომ უჭირს ადამიანს არ შეეხოს სახეს ეპიდემიის დროსაც კი - მეცნიერების განმარტება
ინფექციების თავიდან ასაცილებლად ერთი მარტივი წესი არსებობს: სახეს რაც შეეძლება იშვიათად შეეხეთ. თუმცა ბევრ ადამიანს ამ მარტივი წესის დაცვა ძალიან უჭირს. როგორც აღმოჩნდა, ამას სამეცნიერო განმარტება აქვს.


image

რას ამბობენ სპეციალისტები?

კევინ ჩეპმენი, კენტუკის შფოთვის და მასთან დაკავშირებული დარღვევების ცენტრის დირექტორი და ფსიქოლოგი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. მისი თქმით, სახეზე ხელის შეხების ტენდენცია ადამიანის ჩვევას წარმოადგენს. ყველა, ვინც ამას აკეთებს, სხვისთვის სიგნალის გადაცემას ცდილობს.


ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავდაჯერებულობას სხვებიც ხედავდეს. ამაში საზოგადოებრივი თვითგაცნობიერების არსია, რადგან ადამიანები სხვების სახეზე რეაგირებენ და მათ აანალიზებენ.

როცა ერთი ადამიანი ამჩნევს, თუ მას სხვა როგორ უყურებს, ამას შეიძლება სახეზე ხელის შეხებით უპასუხოს. მაგალითად, ნიკაპზე ხელის შეხება, ლოყაზე ხელისგულის დადება და ა.შ. ზოგჯერ ასეთი ჟესტები პირდაპირ ფლირტს უკავშირდება.


ყველაფერი ბავშვობიდან მოდის

სახე დაბადებიდანვე კონტაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზუალური ნიშანია. სახეზე შეხებით ბავშვი კონტაქტს და კავშირს ცდილობს. ეს ადრეული და არქაული გზაა, რომელიც გასაოცარი გზით ადამიანში მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება.

ბავშვებიც სახეს მუდმივად ეხებიან ჭამის, თამაშის და მხიარული ანცობის დროს. ეს ძალიან სწრაფად ჩვევა ხდება, რომლისგან გადაჩვევა საკმაოდ რთულია, მაშინაც კი, თუ სასწორზე ჯანმრთელობა დევს.


image

ფსიქოლოგიური აღქმა

კევინ ჩეპმენი განმარტავს, რომ ადამიანების უმეტესობა უბრალოდ ვერ უკავშირებს სახეს იმ ფაქტთან, რომ მასზე შეხებით შეიძლება დაინფიცირდეს. სწორედ ამიტომ, ასეთი შეხება საფრთხესთან არ ასოცირდება.

არადა შემდეგ ერთმანეთს ეხებიან და მთელი ჯაჭვური რეაქცია ირთვება. დაინფიცირებული პაციენტი, რომელმაც თავისი ინფექციის შესახებ არ იცის, ტრანსპორტში ზის და დაახველა, გვერდით მჯდომის ხელზე კი ბაქტერიები მოხვდა. ამ უკანასკნელმა თმის გასწორება და ცხვირის მოფხანა გადაწყვიტა. შემდეგ ავტობუსიდან გამოვიდა და თავისი მეორე ნახევარი გადაკოცნა.

სამწუხაროდ, ადამიანები ცხოვრობენ ილუზიაში, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება შეუძლიათ, მაგრამ ასე არაა. გამონაკლის წარმოადგენს ადამიანები, რომელთაც შფოთვის აშლილობა აქვთ - ისინი კონტროლის არ არსებობას აცნობიერებენ.


თვითდარწმუნებას არ მიმართოთ!

აქ ვერ დაგეხმარებათ. თუ გაიმეორებთ სიტყვიერ მანტრას, რომ „სახეს არ უნდა შევეხო“, ამის სურვილი უფრო მძაფრად გაგიჩნდებათ.

რატომ? რადგან ასეთი მანტრა ადამიანში საპირისპირო სურვილს აღვიძებს და ამის გამო ჩვეული ქცევა შეუძლებელი ხდება. რაღაც აკრძალვის მსგავსი, რომელსაც ყოველთვის ტკბილი ნაყოფი აქვს - სახეზე ხელის შეხება თუ არ შეიძლება, ამის გაკეთება უფრო მეტად გვინდა.

კევინ ჩეპმენი გირჩევთ, რომ მოქნილი ქცევა დაიცვათ. მანტრა არა კონკრეტული, არამედ ზოგადი უნდა იყოს, მაგალითად; „დღეს უფრო თავშეკავებული და მშვიდი უნდა ვიყო“.


image

რაღაცაზე გადართვა სცადეთ

მაგალითად, ანტისტრესულ სათამაშოზე! მართალია „მტვერსასრუტი“ რომ არ გახდეს, ხშირად უნდა გაწმინდოთ.

უსიტყვოდ, ჩვევების შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ მარტივი არაა. ასეთი პროცესი გარკვეულ უნარებს მოითხოვს: საკუთარი მოქმედებების თავიდან დაპროგრამება, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.

2015 წელს საინტერესო კვლევა ჩაატარეს: დამკვირვებლები უნივერსიტეტში ლექციას დაესწრნენ, მაგრამ მოსვლის მიზანი არ გაამხილეს. მათ იმის დათვლა სურდათ, თუ სტუდენტები ხელით სახეს რამდენად ხშირად ეხებიან. სტატისტიკა გაგაოცებთ - საათში 23-ჯერ. და შეხების ნახევარი ცხვირზე, პირზე და თვალზე მოდის.


რა დაგეხმარებათ?

პირველ რიგში, ხელები საპნით და თბილი წყლით კარგად დაიბანეთ. ყოველთვის ასე მოიქეცით სხვა ადამიანთან კონტაქტის შემდეგ, ქუჩაში ყოფნის შემდეგ, ჭამის წინ და ჭამის დასრულების შემდეგ და ა.შ. ხელები რომ არ გამოგიშრეთ, რაც ასევე დამღუპველია ჯანმრთელობისთვის, დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.

მეორეც, თუ აცნობიერებთ, რომ სახეზე ხელის შეხების გადაჩვევას ვერ შეძლებთ, ერთჯერადი სალფეთქები შეიძინეთ. თუ ცხვირის, თვალის და ა.შ. მოფხანა მოგინდებათ, ეს ერთჯერადი საშუალება გამოიყენეთ.

სხვათა შორის, გოგოებს მაკიაჟი შველით! თუ მეიქაფზე დიდი დრო დახარჯეს, საკუთარ თავს ნამდვილად გააკონროლებენ.

მესამეც, უნდა განსაზღვროთ ის, თუ რა გაიძულებთ სახეზე ხელის შეხებას. შეიძლება ეს ცრემლიანი თვალი ან მშრალი კანია? გაიგეთ, რა გიშლით ხელს და საჭირო ზომები მიიღეთ.

მეოთხეც, ყველაფრის დეზინფექცია ჩვევად გქონდეთ: ტელეფონი, სამუშაო მაგიდა, ოფისის ნივთები, კლავიატურა და ა.შ. ეს დროს წაგართმევთ, მაგრამ სჯობს თავი დაიცვათ. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა უფრო მეტ დროს, ენერგიას და ფულს წაგართმევთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რა კლავს ბაქტერიებს: ფოტოები სადეზინფექციო საშუალების და საპნის გამოყენების შემდეგ განსხვავებას დაგანახებთ

image

ამანათთან ერთად კორონავირუსს მიიღებთ? რას ამბობენ მეცნიერები

image

სილამაზის ექსპერტი ირწმუნება, რომ ყოველდღე მეტროთი მგზავრობა ნაადრევ სიბერეს იწვევს

image

მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image


0
126
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
126