x
image
ალექსანდრე ლექსო
Covid-19 ჩინელი მეცნიერების ახალი კვლევები. კორონავირუსი და ავტოტრანსპორტი
ჩინელი ექიმ-ეპიდემიოლოგების ახალი კვლევების თანახმად საზოგადოებრივ ტრანსპორტში "უსაფრთხო მანძილი" დაინფიცირებული მგზავრიდან ორჯერ მეტია დადგენილზე.
მგზავრმა, რომელმაც არ იცოდა რომ ინფექციის გადამტანი იყო, მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა საქალაქთაშორისო ავტობუსის ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. 22 იანვარი იყო, არც მას და არც სხვა მგზავრებს არ ეკეთათ დამცავი პირბადე, ჯერ კიდევ არ იყო ქალაქ უხანში (სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა ) გამოცხადებული კარანტინი.
როგორც კამერების ჩანაწერებიდან დადგინდა ოთხსაათიანი მგზავრობისას ინფიცირებულს არცერთ სხხვა მგზავრთან არ ქონია კონტაქტი, მიუხედავად ამისა ვირუსი შვიდ მგზავრს გადაედო. თანაც არა მხოლოდ ახლოს მჯდომებს, არამედ ექვსი რიგის მოშორებით მყოფებსაც. ეს დაახლოებით 4, 5 მეტრია.
ავტობუსი სხვა ქალაქში ჩავიდა და დაიცალა. მასში ახალი მგზავრები ჩასხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაინფიცირებული ჩასული იყო ერთ ახალ მგზავრს მაინც შეეყარა ვირუსი, ის პირბადის გარეშე პირველ რიგში იჯდა.
ჩინელი მეცნიერების დასკვნით ახალმა დაინფიცირებულმა წინა დაავადებული მგზავრების ამონასუნთქი ჰაერი ჩაისუნთქა.
«დახურულ სივრცეში კონდიცირებული თბილ ჰაერს ვირუსული წვეთები დადგეილ უსაფრთხო მანძილზე გაცილებით შორს გადააქვს», — აღნიშნეს მეცნიერებმა.
რაც შეეხება კვლევის «მთავარ გმირს», მან ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ უფრო პატარა ავტობუსით ერთი საათი იმგზავრა და კიდევ ორი ადამიანი დააავადა.
დადგინდა, რომ ვირუსი Covid-19 აქტიური რჩება რამდენიმე დღე, იმ ზედაპირზე, სადაც ფილტვიდან წვეთები მოხვდა. კორონავირუსის სიცოცხლის ვადა ადამიანის ორგანიზმიდან გამოსვლის შემდეგ დამოკიდებულია ტემპერატურასა და იმ ზედაპირის ტიპზე, რომელზეც მოხვდება. მაგალითად ავტობუსის სალონში, სადაც ბევრი მინა, ნაჭერი, პლასტმასი და რკინაა ვირუსს შეუძლია ორი-სამი დღე იცოცხლოს.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ამ შემთხვევამ დაადასტურა, თუ რა აუცილებელია დამცავი პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, აგრეთვე სანიტარული ნორმების დაცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონდიციონერების გამართული მუშაობა, და სალონის დეზინფიცირება 2-3 ჯერ დღის განმავლობაში

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0