x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 9 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება
image


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 9 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში... მთავარი ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის განმარტებით, ყველა მათგანი დღეის მდგომარეობით არის ჯანმრთელი და იცავს თვითიზოლაციის წესს.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ჩამოსულები არიან საფრანგეთიდან, კანადიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, არაბეთსა და პოლონეთიდან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესაბამისი სპეციალისტები პერიოდულად მათი ჯანმრთელობის კონტროლს აწარმოებენ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარიეტა გონაშვილის განმარტებით, რამდენიმე მათგანს ამოეწურა თვითიზოლაციაში ყოფნის 14 დღიანი ვადა და ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. მათ შორის ორ მოქალაქეს დაკვირვების პერიოდი პარასკევს ამოეწურა.



შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი იყო იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო სხვა ადგილობრივებისთვის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ირწმუნება, რომ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეზე დაკვირვება მიმდინარეობდა, არაერთი კვლევა ჩაუტარდა და ის თავს კარგად გრძნობს, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება.


ამ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ოჯახის და მედიკოსების განმარტებები ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ

.

.

ამავე თემაზე: „ვინ დაბრუნდა იტალიიდან და არსებობს თუ არა კორონას გავრცელების საფრთხე დედოფლისწყაროში?

1
119
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
119
  
2020, 17 მარტი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1