x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უნდა შემოვიღოთ თუ არა მკაცრი სავიზო შეზღუდვები არადემოკრატიულ ქვეყნებთან?
ვიზა


კორონავირუსმა მსოფლიო უკვე დააყენა კრიზისის ზღვარზე. საფონდო ბირჟებზე ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ქვეყანათა მთავრობები ეფექტურად შეებრძოლებიან პანდემიას, მაგრამ ეს იმედი დღითიდღე სულ უფრო იწურება. Covid-19, რომელიც განგაშის ატეხვამდე რამდენიმე თვით ადრე ცირკულირებდა ჩინეთში, აღნიშნული ქვეყნის არადემოკრატიული სახელმწიფო წყობის გამო საგულდაგულოდ მიიჩქმალა, სანამ მდგომარეობა სრულიად კრიტიკული არ გახდა და კონტროლიდან არ გამოვიდა. იგივე მოხდა ირანში, სადაც ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა რელიგიური წესების წინაშე – ადამიანთა მასობრივმა თავშეყრამ მეჩეთებში ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას, სანაცვლოდ კი დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა ვზღოთ ჩვენი ოფლით და სისხლით მოპოვებული კეთილდღეობით და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლით და უსაფრთხოებით.


მაგრამ ეს არის ჩვენი ბრალი: ჩვენ არ ვართ საკმარისად პრინციპულები ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით. ჩვენ დაინტერესებულები ვართ აღნიშნულ ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური კავშირების გაბმით, რაც ეშმაკთან გარიგებას ჰგავს. არადა, ჩვენ არ უნდა ვაჭაჭანებდეთ რუსებს, ჩინელებს და ირანელებს საქართველოში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. არ უნდა გაგვქონდეს ღვინო არადემოკრატიულ ქვეყნებში და საერთოდ უნდა ამოვშალოთ ეგ სივრცე ყოველგვარი შესაძლო კავშირების სიიდან. რადგან არადემოკრატიული ქვეყნები ყოველმხრივ ძალიან საშიში და ტოქსიკური ქვეყნებია ტოტალიტარული წყობის და თავისუფალი პრესის არარსებობის გამო, რაც კორონავირუსმა აშკარად დაგვანახა.


ვიზა



ამიტომ კარგი იქნება, თუ ძალიან მკაცრ სავიზო შეზღუდვებს შემოვიღებთ არადემოკრატიულ ქვეყნებთან. შეზღუდვები უნდა დავაწესოთ არა რასობრივი ან ეკონომიკური ნიშნით, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის მიხედვით. რადგან ჩვენ არ ვიცით, რა სასიცოცხლო საფრთხეებს გვიქადის ტურისტი, რომელიც ტოტალიტარული ქვეყნებიდან შემოდის. იქნებ, რადიაციული გაჟონვა მოხდა და ტანსაცმელი ატომური ნაწილაკებით აქვს სავსე? ვინ მოგვაწვდის ამის შესახებ ჩვენ სათანადო ინფორმაციას იქიდან, სადაც თავისუფალი პრესა არ არსებობს? შემოვიდნენ ბოტსვანადან ტურისტები, მაგრამ ნუ შემოვლენ ზიმბაბვედან. იაპონელები და ტაივანელები შემოვიდნენ, მაგრამ ჩინელები და ირანელები ნუ შემოვლენ. კანის ფერს და თვალის ჭრილს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ქვეყანა, სადაც თავისუფალი პრესა არ არსებობს, უაღრესად საშიშია.


დღეს მთელი უბედურება რუსეთის, ჩინეთის და ირანის გამო გვჭირს და ჩვენ მაინც ვეფერებით მაგ საშინელ ქვეყნებს და ვიღებთ მათ მოქალაქეებს, რომლებიც, არავინ არ იცის, ვინ არიან და რა საფრთხეს გვიქადიან. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

1
118
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
118
  
გულიანად გამეცინა, არა მართლა...
რუსეთთან საომაარი სიტუაცია გვაქვს და რა თქმა უნდა, ეგრეც ეგების, მაგრამ ირანმა და ჩინეთმა, მით უმეტეს მათმა რიგითმა მოქალაქეებმა რა დაგვიშავეს? იმათგან განსხვავებით, აი ქართველობის წართმევას რომ შიშობენ, თქვენ თვლით რომ დემოკრატიას გვართმევენ?
უმეტესწილად, ეს კორონა იტალიიდან არ გვესტუმრა? და ის, დემოკრატიით საქვეყნოდ განთქმული აშშ, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიოს წინ და თავად ომის დროსაც, ჰიტლერს რომ თავისი თვითმფრინავებისა და ტანკებისთვის მოტოტებითა და ნაწილებით ამარაგებდა, ცოტა მოგვიანებით უკვე დაჩოქილი იაპონია რომ "დაატომა", სულ ახლახანს კიდევ გამოგონილი და არარსებული ბიოლოგიური იარაღისთვის რომ გადაბუგა და გადაწვა ერაყი, ეს დემოკრატიის განუზომელი სიყვარულით მოუვიდა და ეს ე.წ.დემოკრატიულობაზე არაფერს გეუბნებათ? ეეხ დავით, არაფერ შუაშია დემოკრატია, ოლიგარქია და სხვა ჯანდაბური "ტიები" და "ქიები", ზესახელმწიფოებისა და ძაააალიან მაძღარ ბანკირების ინტერესებშია მხოლოდ ძაღლის თავი დამარხული.
0 1 1