x
image
მოზამბიკელი
მეორე პაციენტის ტესტმა, რომელსაც კორონავირუსზე მკურნალობენ, უარყოფითი პასუხი აჩვენა 

მორიგი ბრიფინგი გაიმართა ინფექციურ საავადმყოფოსთან დღეს დილით. მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამ დროისთვის მკურნალობას 46 პაციენტი აგრძელებს. მისი ინფორმაციით, 21 პაციენტის ანალიზების პასუხებიდან 15 მათგანის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც შეეხება დანარჩენ 6 პაციენტს, მათი ანალიზების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

image

"მინდა გაუწყოთ კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო სიახლის შესახებ, მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე - 15 დღეზე, გუშინ, ჩატარდა ტესტი covid - 19 -ზე და მივიღეთ უარყოფითი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ ეს არის პირველადი პასუხი და 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებით ტესტირება, ისევ უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ვიტყვით რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ორი პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს და უარყოფითი პასუხების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ", - განაცხდა ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინე ეზუგბაიამ.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0