ტენდენციები "ბებიის პანტალონები" კვლავ ტრენდულია: 12 ვარსკვლავი, რომლებსაც დიდ ზომის საცვლები განსაკუთრებულად უყვართ 2020, 13 მარტი, 15:13 ვარსკვლავების, საზოგადოების წინაშე "შიშველი კაბებით" და ინტიმური თეთრეულის გარეშე გამოჩენა დღეს, აღარავის უკვირს, პირიქით, ჩვენ უკვე დიდი ხანია მათგან მსგავს სითამამეს მივეჩვიეთ. თუმცა, მოდა ე.წ "ბებიის" საცვლებზე - ეს რაღაც ახალია. როგორც ჩანს, ამ ტრენდით მოხიბლული ისეთი ცნობილი სელებრითები არიან, როგორებიც - ეშლი გრემი, კიმ კარდაშიანი, ალესანდრა ამბროსიო და ჰეილი ბოლდუინია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ღონისძიებებსა და საღამოებზე ჰოლივუდელი ლამაზმანების, გამჭირვალე კაბების ქვეშ უზარმაზარი, თითქმის მკერდამდე აჭიმული საცვლებით გამოჩენა სულ უფრო მოდური და პოპულარული ხდება. ზოგიერთი ვარსკვლავი ე.წ. "ბებიის პანტალონებს" იმავე ფერის, ცნობილი დიზაინერების სამოსს უხამებს, ზოგიც კი, საცვლების კონტრასტულ ფერებს ირჩევს. მოდით, ერთად ვნახოთ, ის თამამი 12 ქალბატონი, ვისაც ნახევრად შიშველი კაბების ქვეშ, დიდი ზომის ქალის თეთრეულის ტარება არანაირ დისკომფორტსა და უხერხულობას არ უქმნის.მოლი კინგი, ჯგუფ "The Saturdays"- ის სოლისტიპერის ჯექსონიალესანდრა ამბროსიოკიმ კარდაშიანიმიშელ როდრიგესიეშლი გრემიბელა ჰადიდილილი კოლინზიპოპი დელევინიჰეილი ბოლდუინინატარი ნაუტონინიკოლა პელტცი716 შეფასება არ არის |