x
image
მოზამბიკელი
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს 

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება კორონავირუსის გავრცლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

image

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების სერვისცენტრებში ამ დრომდე დეზინფექცია არ ჩატარებულა:

"ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა პასუხისმგებელია შრომისა და სოციალური საკითხებზე. შესაბამისად, მის დაქვემდებარებაში შედის ისეთი უწყებები, როგორიცაა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. ორივე უწყება ერთსა და იმავე შენობებშია განთავსებული. მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი 71 სერვის ცენტრი გვაქვს, რომლებიც ყოველდღიურად ასობით მოქალაქეს ემსახურება. ამასთან, სოციალური მუშაკები ყოველდღიურად დადიან ვიზიტებზე ბენეფიციართა ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და თავშესაფრებში. საჭიროების შემთხვევაში უწევთ ვიზიტი საავადმყოფოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, პოლიციის განყოფილებებში და ა.შ.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან თანამშრომლებს დაეგზავნათ რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, თუმცა:

არ მომხდარა არცერთი სერვის ცენტრის დეზინფექცია, სადაც ასობით მოქალაქე მიდის ყოველდღიურად;


არ მომხდარა თანამშრომლების უზრუნველყოფა ხელის დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეებით;
არ მომხდარა პირბადეების დარიგება ოჯახებში ვიზიტის განხორციელებისას;


სოციალურ მუშაკებს არ მისცემიათ შესაბამისი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახებში შესვლისას, რადგან მოქალაქის თვითიზოლაციაში ყოფნის დროსაც მათთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ არის მანამ, სანამ არ მოხდება ოჯახში შესვლა;


სერვისცენტრების უმეტესობაში საერთოდ მოუწესრიგებელია საპირფარეშოები;

არ ხდება მათი სათანადო მომარაგება ჰიგიენური საშუალებებით ;
ზოგიერთი სერვისცენტრი 2 თვეა მუშაობს დამლაგებლის გარეშე.

ყოველივე ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის როგორც თავად თანამშრომლებს, ასევე მთლიან მოსახლეობას და არის რისკი ეპიდემიის გავრცელებისა.

მივმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ყველა სერვისცენტრის დეზინფექცია და თანამშრომელთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა, რათა მოხდეს აღნიშნული ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება", - ნათქვამია განცხადებაში.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0