საზოგადოებრივი ჟან ბატისტ ტავერნიე მეგრელების შესახებ 2020, 11 მარტი, 6:41 "ქართველები ქრისტიანები არიან. მათ ომში დაჰყვებიან ეკლესიის მსახურები, არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, მაგრამ მათ თუ არ სურთ, ბრძოლაში არ მონაწილეობენ, არამედ ლოცვებს ასრულებენ და მეომრებს ამხნევებენ. მახსოვს, კონსტანტინეპოლში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, ის სამეგრელოს მეფის ელჩს ვხვდებოდი ხოლმე. იგი თავის ახირებული და უცნაური ცხოვრების წესით ფრანგებს ხშირად სიცილს ჰგვრიდა. მისი უცნაურობებიდან მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი. ყოველთვის, როცა იგი დიდვეზირთან სტუმრად მიდიოდა, თავზე თეთრ ქუდს იხურავდა, რითაც ქრისტიანთა განცვიფრებას იწვევდა, ვინაიდან იგივე რომ სხვა რომელიმე ქრისტიანს ჩაედინა, მას სიკვდილი ან გამუსლიმება არ ასცდებოდა. (ელჩი ლევან II დადიანის დავალებით განზრახ იხურავდა ქუდს, რომ სხვა ქრისტიანი მმართველებისთვის ეჩვენებინა თუ რა გავლენით სარგებლობდა სამეგრელო და მისი მმართველი ოსმალეთის სულთნის კარზე). ეს ფაქტი გვიჩვენებს როგორ უფრთხილდება დიდი სენიორი სამეგრელოს მეფესთან მეგობრობას და როგორ ცდილობს არაფერი აწყენინოს მის წარმომადგენელს. მან კარგად იცის, რომ მეგრელები არავის არაფერს უთმობენ სულ უბრალო საბაბით ხმალზე ხელს იკრავენ და ვინც აწყენინებთ, ის ვერაფერს მოიგებს." ჟან ბატისტ ტავერნიე, "დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა", XVII ს. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (მეორე ნაწილი) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე413 2-ს მოსწონს |