საზოგადოება არ ჩამოართვათ ხელი, არ აკოცოთ ხატებს - როგორ შეცვალა ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება კორონავირუსმა 2020, 5 მარტი, 11:58 ![]() ახალმა კორონავირუსმა არა მარტო გლობალურ ეკონომიკას დაარტყა და შეიწირა ადამიანები. არამედ შეცვალა ყოფითი, საქმიანი და რელიგიური პრაქტიკა მთელს მსოფლიოში. სპორტსმენები და პოლიტიკოსები უარს ამბობენ ხელის ჩამორთმევაზე, ურჩევენ ხატებს არ აკოცონ, ხოლო ირანში მორწმუნეებს ურჩევენ არ ალოკონ წმიდა სამარხი, თორემ დაისჯებიან. პრევენციის ერთ-ერთ ზომას წარმოადგეს ხელის ჩამორთმევის გაუქმება. ჩინეთში და ირანში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს მისალმების ამ ფორმაზე. აშშ-ს ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯერომ ადამსმა ადამიანებს შესთავაზა, რომ იდაყვებით მიდებით მიესალმონ ერთმანეთს და იქვე აჩვენა სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან და კონექტიკუტის გუბერნატორთან ნედ ლამონტთან მაგალითზე . იდაყვით მისალმების იდეას მიესალმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე ბრიუს აილორდიც. ინფიცირების რისკი პოლიტიკოსებსაც აწუხებს. ორშაბათს შეხვედრის დაწყებამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორტს სეჰოფერმა არ ჩამოართვა ხელი ანგელა მერკელს. მერკელმა საპასუხოდ გაიცინა და მოიწონა მისი ქვეშემდრომის ქმედება. ![]() სამშაბათს, ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული შეხვდა ოპოზიციის ლიდერს და ასევე აირჩია მისლამების ფორმა "ფეხების მიდევა", მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. პრეზიდენტის შემდეგ, ტანზანიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელებს მატჩის დაწყებამდე აუკრძალა ხელის ჩამორთმევა. ![]() სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ირანში ორი მორწმუნე მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც სიტყვასიტყვით ლოკავდნენ შიიტური სალოცავის რიკულებს. მათ ემუქრებათ პატიმრობა და გაროზგვა. ამ გზით ირანის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ იგივე ელით ვინც მსგავს საქციელს ჩაიდენს. ![]() რუსეთში კაზაკები გამოვიდნენ მსგავსი ინიციატივით. რია ნოვოსტის ცნობით, აუცილებელია დროებით აიკრძალოს ხატების კოცნა და მღვდლებზე ხელზე კოცნის პრაქტიკა. ამასთანავე საქრისტიანო სამყაროში ცხარე დებატებია გამართული, (მათ შორის საქართველოში)უნდა იქნეს თუ არა გამოყენებული წმ. ზიარების დროს ერთჯერადი კოვზები. ![]() 429 2-ს მოსწონს
|