x
image
Yoona
Mediator image
დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ
ადამიანი უნიკალური არსებაა. კაცობრიობამ თავისი ისტორიის არც თუ ისე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბევრს მიაღწია: უზარმაზარი ნაგებობები ააგო, ათასობით კილომეტრის მანძილზე კონტაქტი ისწავლა, რობოტები სხვა პლანეტებზე გაგზავნეს. ჩვენი შეგვიძლია ცივილიზაციის მიღწევებით ვიამაყოთ.


ცოდნის გაფართოებით ადამიანმა სამყაროს და მასში თავისი ადგილის შესახებ უფრო მეტის გაგება შეძლო. იყო ეპოქები, როცა ადამიანებს სჯეროდათ, რომ მთელი სამყარო მათ ირგვლივ ტრიალებს და მხოლოდ მათთვის არსებობს. ახლა უკვე ვიცით, რომ უზარმაზარ სივრცეში მოკრძალებული და უმნიშვნელო ადგილი გვიკავია.


image

ჩვენი მზე ყველაზე დიდი ვარსკვლავი არაა. და სად არის აქ (მთავარ ფოტოზე) მზის სისტემის პლანეტების რიგში დედამიწა? პასუხი: მარცხნიდან მესამე. ხშირად უფიქრდება კი ადამიანი თავის უმნიშვნელო ადგილზე ამ მასშტაბურ სამყაროში? არადა ეს რთული არაა: ერთი წუთით ყოველდღიური სტრესი, მიზნები, მნიშვნელოვანი საქმეები დაივიწყეთ და უბრალოდ რამდენიმე სურათს შეხედეთ.



ჩვენ სახლში

image

პატარა, საყვარელი და მიამიტი დედამიწელი, რომელიც მზადაა თავდაჯერებულ უფროსად გაიზარდოს და სამყარო დაიპყროს. ასე არაა?


სახლიდან 10 000 მეტრზე

image

დაახლოებით ასეთ სიმაღლეზე დაფრინავენ სამგზავრო თვითმფრინავები. აქედან ჩვენი პატარა პლანეტის ზედაპირის სიმრუდე უკვე ჩანს.


სახლიდან 30 000 მეტრზე

image

ეს არის ხედი სტრატოსფეროდან. ჩვენ ჯერ კიდევ კოსმოსში არ ვართ, არადა ნაცნობ სამყაროს უკვე ვერ ვარჩევთ.

თუ ეს სურათი შთამბეჭდავი არაა, შეგიძლიათ საკუთარი თავი ფელიქს ბაუმგარტნერის ადგილზე წარმოიდგინოთ, რომელმაც 39 კმ სიმაღლიდან გრძელი ნახტომი გააკეთა.


image

სახლიდან 370 000 კმ-ზე

image

ჩვენ მთვარეზე ვართ და დედამიწა, სადაც ჩვენი სახლი მდებარეობს, ცაზე ყველაზე დიდი ობიექტია.


ხედი მარსიდან

ყველაფერი შეიცვალა, ასე არაა? არადა მარსი ერთ-ერთი ჩვენთან ახლოს მდებარე პლანეტაა. ეს წერტილი მოიცავს მთელ კაცობრიობას თავისი მიღწევებით, ზრუნვებით და ინტერესებით.

image

ხედი სატურნის სისტემიდან

ეს სურათი კოსმოსურმა აპარატმა „კასინმა“ 2013 წელს გადაიღო. დედამიწამდე თითქმის ნახევარი მილიარდი კილომეტრია.

image

კომეტა და ქალაქი

კომეტა ჩურიუმოვა - გერასიმენკოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ავტომატური სადგურის „როზეტის“ გამოყენებით გამოიკვლის, პატარად ითვლება. სურათზე კომეტის და ლოს-ანჯელესის ზომებია შედარებული.


image

რაც უფრო შორს, მით უფრო ძველი

ეს შესანიშნავი გალაქტიკა სამყაროს ზომებით საკმაოდ ახლოს, მხოლოდ 50 მლნ სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვხედავთ ისეთს, როგორც ის 50 მლნ წლის წინ იყო. ხედი სივრცეში ყოველთვის ხედია წარსულში.


image

რასაკვირველია, ამ სურათებმა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები არ და ვერ უნდა შეამციროს. თუმცა, ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისას შეგვიძლია გვახსოვდეს, რომ უზარმაზარი სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილი ვართ. ალბათ, ამის წყალობით ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმის უმნიშვნელოსგან გაგებას უფრო უკეთ შევძლებთ. ადამიანი ხომ ერთადერთი არსებაა, რომელსაც სამყაროში საკუთარი ადგილის გაცნობიერება შეუძლია.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იქნებოდა ჩვენი ზეცა, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტა რომ გვანათებდეს

image

კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ

image

ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა

image

რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

image

აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება

image

0
1099
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1099