x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ეს ტანსაცმელი თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს

image


შეიძლება რომ ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს? პასუხი მარტივია, შეიძლება!

1. მჭიდრო ჯინსები

image

მჭიდროდ მომდგარი ჯინსები კორსეტის მსგავსია, ის კუმშავს სხეულის ქსოვილს, ართულებს სისხლის მიმოქცევას, იწვევს ჩაქცევებს და შესაძლოა ტრომბიც გამოიწვიოს. ასევე, ნეიროქირურგების და ფიქიატრების თქმით, მჭიდრო ჯინსები აზიანებს კუნთებს და ნერვულ ბოჭკოებს ფეხზე.

2. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები

image

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მუდმივი ტარება იწვევს წვივის კინთის შეკუმშვას, ქუსლის არაბუნებრივ ამაღლებას თანდათან დეფორმაციისკენ მიჰყავხართ, დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული კი ტერფის ტკივილს იწვევს და გაიძულებთ ქვეცნობიერად ფეხის წვერებზე სიარულს. ასევე კუნთის ბოჭკოები პატარავდება, რაც ფიგურას ცვლის, ამიტომ მოსახერხებელი ფეხსაცმლის არჩევა უფრო და უფრო რთული ხდება.

3. ქალის საცვლები სინთეტიკური ნაჭრისგან

image

სინთეტიკური ნაჭრის ძირითადი პრობლემა მისი დაბალი ჰიგიროსკოპიაა, ეს იმას ნიშნავს რომ ნაჭერს არ შეუძლია წყლის შეწოვა. სინთეტიური საცვლები ცხელი და არაკომფორტულია, ეს ყველაფერი კი ბაქტერიებისთვის შესანიშნავი გარემოა.

4. დიდი ჩანთები

image

თუკი ყოველდღიურად დიდი და მძიმე ჩანთით დადიხართ, ეს აუცილებლად აისახება თქვენს ზურგზე და მხრებზე, ცალი მხარი არაბუნებრივად ზემოთ აიწევა რათა წონა გათანაბრდეს. ეს სხეულის ბალანსს არღვევს და იწვევს პრობლემებს როგორც ხერხემალში ისე ქუსლებზე და შინაგან ორგანოებზეც კი.

6. მეორადი ტანსაცმელი

image

ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები ტანსაცმელში დიდი ხნით ცხოვრობენ, ამიტომ თუკი მეორად ტანსაცმელს ყიდულობთ, ის აუცილებლად უნდა გარეცხოთ და შემდეგ დააუთოვოთ.

7. არაჭმუჭვნადი ტანსაცლელი

ტანსაცმელი, რომელიც არ იჭმუჭნება, შესაძლოა კანცეროგენით იყოს დამუშავებული, ეს ნივთიერება კი საშიშია ორგანიზმისთვის.

8. შარფები და ქუდები

ამ ნივთებს ხშირად არ რეცხავენ. ამიტომაც მათზე გროვდება ჭუჭყი ქუჩიდან, წვიმის წვეთები და ა. შ. ამიტომ შეეცადეთ თვეში ერთხელ მაინც გარეცხოთ ხოლმე.

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0