სიახლეები კორონავირუსი ჩინეთში კლებულობს, დანარჩენ მსოფლიოში მატულობს 2020, 3 მარტი, 10:23 დღევანდელი მონაცემებით მთელს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, აქედან ჩინეთში 80 151, გარდაცვლილთა რაოდენობა 3 119-ია, დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გამოვლინდა დაინფიცირების 125 ახალი შემთხვევა, 38 პაციენტი გარდაიცვალა. 48 163 მთლიანად გამოჯანმრთლედა, აქედან 2742 გუშინ გაწერეს საავადყოფოდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი ამჟამად 76 ქვეყანაშია . დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა პორტუგალიაში, იორდანიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სამხრეთ კორეაში (4335 ინფიცირებული), შემდეგ მოდის იტალია (2036) და ირანი (1501). 60 3-ს მოსწონს
|