ჯანმრთელი კვება ბებიამ 50 კვერცხი საზამთროში ჩატეხა და გამოაცხო: ასე ამზადებენ ინდოეთში 2020, 28 თებერვალი, 11:02 თუ ტაფამწვარი კვერცხი გიყვართ, მაგრამ მისი მომზადების ჩვეული მეთოდი მოგბეზრდათ, ყურადღება ამ რეცეპტს მიაქციეთ. ინდოელმა ბებიამ კვერცხის მომზადების საკმაოდ ორიგინალური მეთოდი შეარჩია. მან საზამთროს ქერქი არ გადააგდო, არამედ სხვა დანიშნულებით გამოიყენა.
ინგრედიენტები: თუ კვერცხის ისე მომზადება გსურთ, როგორც ბებიამ გააკეთა, ეს პროდუქტები მოიმარაგეთ: ქათმის კვერცხები. ბებიამ 50 ცალი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი ინდურ სამზარეულოში ერთ-ერთი მოთხოვნადია. ადგილობრივები სხვადასხვა კერძების მომზადებისას რამდენიმე ათეულ კვერცხს ერთდროულად თქვეფენ. 1 საზამთრო. თქვენ მისი ქერქი დაგჭირდებათ. ხახვი, მწვანე წიწაკა და ოხრახუში გემოვნებით თქვენი ტაფამწვარი ბევრად უფრო არომატული და გემრიელი გამოვა, თუ სხვადასხვა სანელებლებით გაამდიდრებთ. საიდან დავიწყოთ მოქმედება? ჯერ ხახვი, მწვანე წიწაკა და ოხრახუში მოამზადეთ. დაფაზე ეს პროდუქტები დაჭერით და კარგად დააქუცმაცეთ. ამის შემდეგ 50 კვერცხი საზამთროს ქერქში ათქვიფეთ. შემდეგ დაქუცმაცებული ინგრედიენტები ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ. ამის შემდეგ სანელებლებით გაამდიდრეთ და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ რა უნდა გააკეთოთ? მას შემდეგ ინგრედიენტებს საზამთროს ქერქში მოათავსებთ და აურევთ, თავზე დააფარეთ. ამ მიზნით საზამთროს მეორე გადანაჭერი დაადეთ. ამის შემდეგ კოცონი დაანთეთ და კვერცხი გამოაცხვეთ. ამ პროცედურისთვის დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ. ესეც ასე, გემრიელი კერძი მზადაა. ასევე დაგაინტერესებთ: კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი: ნოყიერი კერძი ხორცის გარეშე ჩემს კარტოფილის წვნიანს ყველა ოქროს კერძს უწოდებს ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ ყვავილოვანი კომბოსტო კორეულად - წარმოუდგენლად გემრიელია მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში 605 შეფასება არ არის |