ქალი და მამაკაცი ტოპ-მოდელი ,,ოქროს ფეხებით'' 2020, 27 თებერვალი, 11:52 შეუძლებელია, ლორენ ვასერის ძალით და ნებისყოფით არ აღფრთოვანდე, მიუხედავად ყველა სირთულისა, ის მაინც წინ მიიწევს ცხოვრებაში.
გოგონა უბრალოდ დაბადებულია მოდელად, მაღალი, ტანადი, სწორი სახის ნაკვთები, მისი მშობლებიც მოდის ინდუსტრიაში მუშაობდნენ, ამიტომ შეჩვევაც არ გაუჭირდებოდა.
მაგრამ, 24 წლის ასაკში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მას გულის შეტევა დაემართა, რის გამოც შინაგანი ორგანოები დაუსუსტდა. ექიმებმა ვერ ამოხსნეს თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის ასე გაუარესება.
ტოქსიკური შოკის სინდრომი ორგანიზმში ბაქტერიების შეღწევის შემდეგ ჩნდება, მისი სხეულიდან ათეულობით ლიტრი ტოქსინი ამოიღეს ექიმებმა. ამის შემდეგ გოგონას კიდურების წვა დაეწყო, შემდეგ კი განგრენა. ექიმებს მარჯვენა ფეხის ამპუტირება მოუწიათ, მთელი 5 წლის შემდეგ კი მარცხენა ფეხისაც, რადგან უკეთესობა არ შეიმჩნეოდა. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო რეაბილიტაციის პერიოდი. ლორენი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ თავის ძველ ცხოვრებას და კარიერას უნდა დაჰბრუნებოდა, ამიტომაც თავდაუზოგავად შრომობდა და ვარჯიშობდა მიზნის მისაღწევად.
დღესდღეობით ლორენი არა მარტო პოპულარული ტოპ მოდელია, ის ასევე ეხმარება გოგონებს, რომლებსაც ამდაგვარი პრობლემა შეექმნათ.
506 1-ს მოსწონს
|