საზოგადოება ოთხი წელი აგვისტოს ომის შემდეგ 2012, 7 აგვისტო, 22:05 აი, დრო მალე გადის და მეოთხე წელი მიიწურა ამ ომის შემდეგ..მე არ ვიცი ვინ დაიწყო ომი, არც ვკითხულობ, მაგრამ ვიცი რომ ამ ომს ბევრი კარგი ადამიანი შეეწირა..მთელი დღეა ტელევიზორში ამაზეა საუბარი და გული მეწვის..ჰო, თავს საშინლად ვგრძნობ 2008 წელი რომ მახსენდება..ეს ყველაზე ცუდი მოგონებაა ჩემი წარსულიდა, საბედნიეროდ ამ ომს ჩემთვის ახლობელი ადამიანები არ წაურთმევია, მაგრამ წამართვა ბევრი, ძალიან ბევრი თანამემამულე..გული მატკინა და ბავშვობის წლებიდანაც წაიღო რაღაც ნაწილი..ამ ომის შემდეგ უფრო სერიოზული გავხდი და ბევრი რამ ვისწავლე კიდევაც..ჰო, გული მტკივა დღემდე ამდენ დევნილს რომ ვუყურებ, ტირილი მინდება, როცა ჩვენს მეომრებზე საუბრობენ და იმ ომში დაღუპული ადამიანების ახლობლებს ვხვდები..ამ ომის ამსახველ ფოტოებს ვდებ ამ სტატიაში..დიახ, არ მინდა, რომ ეს ომი დაივიწყოთ! 39 6-ს მოსწონს |
საინტერესო სტატიაა.