სხვა ფეისბუქი ახალ პროგრამას უშვებს: მომხმარებლის ხმისთვის მზადაა 5 დოლარი გადაიხადოს 2020, 25 თებერვალი, 10:05 მსხვილი სოციალური ქსელი Facebook მომხმარებელს აუდიოჩანაწერისთვის ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. კომპანიამ ახალი პროგრამის შესახებ განაცხადა.
ხმა 5 დოლარის ოდენობით ანაზღაურდება, თუმცა მონაწილეობის მიღებას სოციალური ქსელის ყველა მონაწილე ყოველთვის ვერ შეძლებს. მეტყველების ამოცნობის კონცეფცია ფეისბუქმა ასეთი კეთილშობილური ინოვაცია მომხმარებლების ძვირფასი აზრების შეგროვების მიზნით არ შექმნა, არამედ - ხმის ანალიზისთვის. ამ მასალას კომპანია მეტყველების ამომცნობი სამომავლო ტექნოლოგიური განვითარებისთვის გამოიყენებს. როგორ დაეხმარება აუდიო ჩანაწერები დეველოპერებს, უცნობია. ფეისბუქი ირწმუნება, რომ ხმების რეალური ნიმუშების მონაცემები მეტყველების ამომცნობი სისტემის გაუმჯობესებას ნამდვილად ხელს შეუწყობს. პროგრამების რეალიზაცია ჩანაფიქრის განსახორციელებლად მომხმარებლებს სპეციალური აპლიკაციის Viewpoints დაყენებას შესთავაზებენ. ამ კვლევით სისტემაში დაინტერესებული პირები გამოკითხვაში მონაწილეობას შეძლებენ, სხვადასხვა ამოცანას შეასრულებენ და შესაბამისი აუდიოჩანაწერებს დატოვებენ. სანაცვლოდ ქულებს მიიღებენ, რომლის გადაცვლას შემდეგ ფულში შეძლებენ. როგორც აღინიშნება, 1000 ქულაზე მომხმარებელი 5 დოლარის მიღებას შეძლებს. მაგალითად, ამოცანებს შორის იქნება შემოთავაზება მეგობრების სახელის ჩაწერა, ამასთან, თითოეულის ორჯერ. პროგრამაში მონაწილეობის შეზღუდვა სავარაუდოდ, მონაწილეობას მხოლოდ აშშ-ს ზრდასრული მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც მინიმუმ 75 მეგობარი ჰყავთ. კომპანია სხვა მომხმარებლებსაც არ ივიწყებს და მომავალში პროექტის აუდიტორია შეიძლება გაფართოვდეს. ასევე შეიძლება ფულადი ანაზღაურება გაიზარდოს. ახალ პროექტთან და მომხმარებლების კონფიდენციალობასთან დაკავშირებით კომპანია ამბობს, რომ ყველა ჩანაწერი ავტორების პროფილებს არ დაუკავშირდება. სოციალური ქსელის მომხმარებლების აქტივობა აპლიკაციაში Viewpoints საიდუმლოდ დარჩება. ასევე დაგაინტერესებთ: რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა? თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? 2019 წლის ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა 8 რამ, რაც შეტყობინებაში არ უნდა დაწეროთ 49 შეფასება არ არის |