x
image
გვანცა1234
თუ გიყვართ კვერცხი, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!
თუ გიყვართ კვერცხი, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!

კვერცხი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პროდუქტია. იგი შეიცავს მრავალ მნიშვნელოვან ნუტრიენტს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ასე რომ, თუ გიყვართ კვერცხი, იხილეთ სტატია და წაიკითხეთ თუ რაოდენ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მას თქვენი ორგანიზმისთვის! image

  • კვერცხი სავსეა ვიტამინებით
კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელია. მასში შედის A, B5, B12, B2, B6, D. E, და K ვიტამინები, ასევე კალციუმი, რკინა, ფოსფორი და ა.შ.

  • კვერცხი გონების მკვებავია
კვერცხი შეიცავს ცნობილ ქიმიურ ნაერთს სახელად ქოლინი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არც გსმენიათ მის შესახებ, ქოლინი არის ტვინის უჯრედების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება, ის აძლიერებს ტვინის მემბრანებს, გარსებს და შესაბამისად, ინარჩუნებს ტვინის სტრუქტურულ ერთიანობას.


სწორედ ამიტომ, კვებაში კვერცხის ჩართვა, ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ გამჭრიახ გონებას.

  • კვერცხი კარგია თქვენი მხედველობისთვის
კვერცხებში შემავალი საკვები ნივთიერებები შესანიშნავია თქვენი თვალების სიჯანსაღისა და მხედველობის სიმკვეთრის შესანარჩუნებლად.

კვერცხი შეიცავს ლუტეინს და ზექსაქანტინს. ეს არის ანტიოქსიდანტების ორი ტიპი, რომლებიც ხელს უწყობენ თვალის სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას, მაგალითად, კატარაქტასა და თვალის მაკულარულ დეგენერაციას.

ის ასევე შეიცავს ვიტამინ A-ს დღიური რეკომენდირებული რაოდენობის 6 %-ს, რაც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობის შესანარჩუნებლად.image

  • კვერცხის მირთმევით თქვენ აძლიერებთ კუნთებს
კვერცხი ცილების შესანიშნავი წყაროა, ცილა კი ის ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმს ეხმარება შექმნას ყველა სახის ქსოვილი და შეინარჩუნოს სიძლიერე. ის ასევე წარმოადგენს კუნთების მასის მატებისა და ძვლების სიმყარის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს.image

  • წონის კონტროლი
ვისაც ოდესმე უჭამია კვერცხი, დამერწმუნება, რომ ის საკმაოდ ნოყიერია და ცოტაც კი კარგად ანაყრებს. ამის გამო, დიეტის დროს ის საკმაოდ კარგი საშუალებაა, რომ სულ ცოტა კალორიის ხარჯზე, თავი დანაყრებულად იგრძნოთ.image

  • ორსულობისას ნაყოფის განვითარება
კვერცხი ორსული ქალის საუკეთესო მეგობარია, როცა საქმე ნაყოფის განვითარებას ეხება. მასში შემავალი პროტეინი ნაყოფის კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილების შენებას უწყობს ხელს, ხოლო ნივთიერების ქოლინის, რომელიც უკვე ვახსენეთ, ნაკლებობა იწვევს ნაყოფის მრავალ დეფექტს.

  • კვერცხი ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს სისხლში
კვერცხი ხელს უწყობს ორგანიზმში ლიპოპროტეინის, ანუ ე.წ. კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას, რომლის მაღალი მაჩვენებელიც გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

  • ომეგა 3-ის წყარო
ომეგა 3, იგივე ომეგა -3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმების ოჯახს განეკუთვნება. ის დიდი რაოდენობით არის თევზსა და სხვა ზღვის პროდუქტებში და ასევე კვერცხშიც. ომეგა 3-ის მნიშვნელობაზე ვრცლად არ ვისაუბრებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ იგი ჩვენი გულის, ტვინის, მხედველობისა და კიდევ მრავალი სხვა ორგანოსთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა.image

რომ შევაჯამოთ, კვერცხი ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა, ამიტომ ეცადეთ იგი ზომირად ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის გული დიდი რაოდენობით “ცუდ’’ ქოლესტერინსაც შეიცავს, ამიტომ დღეში 1-2 ცალზე მეტი კვერცხის გულის მიღებას მოერიდეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

2
1437
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1437
  
2020, 25 თებერვალი, 17:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 თებერვალი, 4:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2