x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ყოფილი მღვდელი 85 წლის ასაკში პორნოვარსკვლავი გახდა
მღვდელი-პორნოვარსკვლავი


ყოფილმა მღვდელმა, რომელმაც ანაფორა გაიხადა, სხვაგვარი ტანსაცმლის ჩაცმას სიშიშვლე ამჯობინა და... პორნოვარსკვლავი გახდა.


ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ 85 წლის ყოფილი მღვდელი, რომლის ფსევდონიმი Norm Self-ია, ახლა უკვე ვეღარ იტყვის, რომ არც მიწისაა და არც ცისა, რადგან ის ცალსახად ამა სოფლის ერთგულ მკვიდრად იქცა, როცა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მომავალი პორნოინდუსტრიისთვის დაეკავშირებინა.


მისი ასაკის მამაკაცები თავს ყოველდღიურად მხოლოდ ჭადრაკის თამაშით იქცევენ და ხანდახან დღეში 18 ხელსაც კი ასწრებენ.



ნორმიც ასწრებს 18 ხელს. ოღონდ მას მოღვაწეობისთვის ჭადრაკზე გაცილებით უფრო შრომატევადი სფერო აქვს არჩეული.


როგორც ჩრდილო კაროლინელი პენსიონერი მღვდელი აცხადებს, ის მთელი ცხოვრება ელოდა სასწაულს, მაგრამ ნამდვილი სასწაული მის ცხოვრებაში მხოლოდ ახალმა კარიერამ მოახდინა.


ყოფილი მღვდელი ამბობს, რომ ამჟამად თავს გაცილებით უფრო ახალგაზრდულად, მხნედ და ენერგიულად გრძნობს, ვიდრე მისი ასაკის მამაკაცების და ქალების უმრავლესობა. ის ბედნიერია და მთელი არსებით უყვარს თავისი ახალი საქმე, რომელმაც, მისივე სიტყვებით, თავისუფლება აჩუქა.


მღვდელი-პორნოვარსკვლავი


ნორმი 18 წლის ასაკიდან ხსნას ეკლესიაში ეძებდა. თავდაპირველად ასკეტურად ცხოვრობდა, მკაცრად მარხულობდა და ათასგვარი საეკლესიო მეთოდით სხეულის დათრგუნვას ახდენდა, რათა გულიდან "ცოდვილი და ბილწი" ფიქრები განედევნა. ხანდაზმულ ასაკში მოიყვანა ცოლი, რომელთანაც 27 წელი გაატარა, თუმცა, ბოლოს მიხვდა, რომ თურმე, გეი ყოფილა და გადაწყვიტა, საკუთარი ბედი პორნოინდუსტრიისთვის დაეკავშირებინა.


უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ყოფილი მღვდელი 4 პორნოგრაფიულ ფილმში გადაიღეს, თუმცა ჰონორარზე კატეგორიულად აცხადებს უარს. მისი განმარტებით, ის უბრალოდ მხოლოდ ცდილობს, საკუთარი მაგალითით დაეხმაროს ადამიანებს – როგორც ახალგაზრდებს, ასევე მოხუცებს, რათა მათ საკუთარი თავი იპოვონ.

0
592
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0