შოუბიზნესი ბრიტნი სპირსი ქორწილისთვის ემზადება 2012, 7 აგვისტო, 12:05 ცნობილი მომღერალი, ბრიტნი სპირსი, უზარმაზარ თანხებს ხარჯავს იმისთვის, რომ თავი მოიყვანოს ფორმაში, რადგან მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. იგი აპირებს გათხოვებას და სურს რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. ბრიტნი სპირსი ქორწილს გეგმავს შობისთვის. მისი რჩეულია ჯეისონ ტრავიკომი. ვარსკვლავს, ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის, თავი საუცხოო ფორმაში რომ მოიყვანოს, დაეხარჯება დაახლოებით 156 ათასი დოლარი. ეს თანხა მას დაეხარჯება მასაჟებში, ფიტნესში, დიეტოლოგებთან და კიდევ უამრავ თავის მოვლის საშუალებებში. ცალკე, სახის პროცედურებზე კი დაეხარჯება დაახლოებით 43 ათასი დოლარი. სავარაუდოდ ქორწილი შედგება მექსიკაში ან ჰავაიზე. 41 4-ს მოსწონს
|