x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მასტურბაცია, ისევე როგორც სექსი, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში
სექსი


ადამიანი უაღრესად საინტერესო არსებაა, რომლის ორგანიზმის თვისებების და პოტენციალის უმცირესი ნაწილიც კი არ არის შესწავლილი, თუმცა, რაც შესწავლილია, ისიც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ეს არის ევოლუციის შედეგად შექმნილი გასაოცარი მექანიზმების ერთობლიობა, რომლის შესაძლებლობები მართლაც გრანდიოზულია.


ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს ორგაზმი წარმოადგენს. ორგაზმი, რომელსაც ადამიანი მასტურბაციის ან სექსის შედეგად აღწევს, ეხმარება ორგანიზმს ტკივილის დაძლევასა და სტრესის მოხსნაში, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს დაავადებების როგორც პრევენციას, ასევე დამარცხებას.


მაგრამ გარდა ამისა, პარალელურად ორგაზმი არის ასევე ეფექტური ევოლუციური მექანიზმიც, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის პროცესს განაპირობებს.



თუ ადამიანს ხშირად აქვს ორგაზმი, მას აქვს აღნიშნული ფუნქციის არმქონე ადამიანებზე გაცილებით უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და ამის გამო ნაკლები შანსია, რომ ადრეულ ასაკში დაიღუპოს. შესაბამისად, მას გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გამრავლდეს, დატოვოს შთამომავლობა და საკუთარი გენები გადასცეს მომავალ თაობებს.


სწორედ ამაში მდგომარეობს ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმის უნიკალურობა: ის გამრავლების შანსებს უპირატესად ისეთ ინდივიდებს ანიჭებს, რომლებსაც არ ეზიზღებათ სხვათა სხეულები და რომლებიც სიყვარულით არიან განმსჭვალულები სხვა ადამიანების მიმართ. სიყვარულის შედეგად წარმოშობილი ახალი ადამიანები კი უფრო მეტი ალერსის შემძლეები არიან, რადგან მათში “სიყვარულის გენები” უფრო ჭარბადაა. სწორედ ამის შედეგად ახალი და ახალი თაობები სიყვარულის სულ უფრო ძლიერი უნარით არიან აღჭურვილები.


ხოლო ის ინდივიდები, რომლებსაც სექსი და მასტურბაცია არ მოსწონთ, რადგან სხვა ადამიანების სხეულებს ზიზღით უყურებენ, ცუდ იმუნურ სისტემას ფლობენ და ხშირადაც ავადმყოფობენ. გარდა ამისა, მათი ფსიქიკაც გაუწონასწორებელია, რაც არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს მათ, რაც პიროვნულ და კარიერულ მარცხს, ხოლო ამ ყოველივეს შედეგად სიცოცხლის შემცირებულ წლებს და გამრავლებისა და საკუთარი გენების დატოვებისთვის შემოკლებულ დროს განაპირობებს.


მასტურბაცია


ორგაზმი ხელს უწყობს ე. წ. ბედნიერების ჰორმონების (ოქსიტოცინი, დოპამინი და სეროტონინი) დონის მატებას და კორტიზოლის დონის (სტრესის მაინდუცირებელი ჰორმონი) დაბალანსებას. ეს კი ეხმარება ღრმა და ხანგრძლივი ძილის ჩამოყალიბებას, რაც იმუნურ სისტემას აკაჟებს.


სწორედ ამიტომ, შეიყვარეთ სხვა ადამიანები რაც შეიძლება ღრმად და ეცადეთ, მათი სხეულები არ გეზიზღებოდეთ. ასევე, რაც შეიძლება ხშირად დაკავდით სექსით და მასტურბაციით. გახსოვდეთ, რომ თქვენი დღეგრძელობა მნიშვნელოვანწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული.



0
555
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0