ქალი და მამაკაცი 8 ქვეყანა, სადაც ჭარბი წონა ნამდვილი სილამაზის ნიშნად ითვლება 2020, 14 თებერვალი, 9:14 ძალიან ბევრ ქვეყანაში ქალები საკუთარი არა იდეალური სხეულის ფორმების მიღებას ცდილობენ. ამასთან, ყველამ იცის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი - ძალიან კარგია. როცა ჩვენი სხეული ნორმაზე მეტი ხდება, ჩვენ საკუთარ თავს ვსჯით და სწრაფად დაკლებას ვიწყებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არათუ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას არ ცდილობენ, არამედ მისი არსებობა ახარებთ.
ჭარბი წონის მქონე ქალები პლანეტის სხვადასხვა კუთხეში დიდი პატივით სარგებლობენ.
8. საბერძნეთი ამ ქვეყანაში, სადაც ხალხი მოდუნებულია და არსად არ ჩქარობს, დიდი ფორმის ქალები უყვართ. მოდა მოდაა, მაგრამ ისტორიას გვერდს ვერ აუვლით: შთამბეჭდავი ანტიკური წარსულის მიუხედავად ბერძნების ცხოვრება არც თუ ისე მხიარული იყო. ქვეყანას ძალიან ბევრი რთული პერიოდი ჰქონდა, მათ შორის ომი და შიმშილობა. ასეთი რამ უშედეგოდ არ ჩაივლის. ამ ფაქტორების წყალობით ასოციაცია „სისრულე სილამაზის ტოლია“ კვლავ შენარჩუნებულია. ჯანსაღი და, შესაბამისად, ლამაზი ადამიანი - ეს ადამიანია მუცლით. 7. მექსიკა მექსიკელი ქალები ცეცხლოვანი ლამაზმანები არიან გამოხატული თვალებით და მიმზიდველი ფორმებით. აქ სილამაზის თავისებური ხედვა აქვთ და ცოტა სისრულე მისი მნიშვნელოვანი შემადგენელია. ყველაფერი მარტივად აიხსნება: ისტორიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მექსიკაში ცხოვრება მშვიდი და ნოყიერი არ ყოფილა, ამიტომ ქალები სავსე ფორმებით დღემდე კეთილდღეობის და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება. მართალია, არსებობს შანსი, რომ ასეთი ვითარება შეიძლება შეიცვალოს: ქვეყანაში ტრანსცხიმების შემცველი სწრაფი კვების პროდუქტები გაჩნდა და ახლა აქ ჭარბი წონის პრობლემები დგას. ჭარბი წონა არც თუ ისე მიმზიდველია, ახლა როლები იცვლება: მხოლოდ მდიდარი ადამიანები ახერხებენ ჯანსაღი საკვების ჭამას. 6. ავღანეთი ავღანეთში ითვლება. რომ სავსე ფორმების ქალი უფრო მეტ ჯანსაღ ბავშვს გააჩენს, ვიდრე სუსტი. ქვეყანაში მკაცრი კლიმატი და არც თუ ისე კარგი ეკონომიკური პირობებია, ამიტომ აქ ცხოვრობენ პრინციპით „იქ, სადაც სუსტი კვდება, მსუქანი მხოლოდ დაიკლებს“. ამის ხარჯზე მრგვალი ფორმები და სავსე სახე ნებისმიერ ქალას მომხიბვლელობას მატებს. 5. სამოა კუნძულ სამოაზე სავსე ფორმებს აღმერთებენ. პარადოქსულია, მაგრამ ეს ცუდი ცხოვრების პირობით არის გამოწვეული: სამოალები საუკუნეების განმავლობაში მარაგით გამოკვებას ცდილობდნენ, თუ ასეთი შესაძლებლობა ექნებოდათ. დამატებითი კალორიები უკვე გენების დონეზე გადავიდა: სამოალების სხეული ჭარბ წონას არც თუ ისე დიდი სიხარულით იკლებს. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში უფრო და უფრო მეტი გადამუშავებული, ცხიმიანი პროდუქტების იმპორტი ხორციელდება. ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში ჭარბი წონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, სამოელები არ დარდობენ: მსუქანი ქალები აქ სილამაზის და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება. 4. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სამხრეთ აფრიკაში მსუქანი ქალები ბრბოდან გამოიყოფა. მათ მოშურნე და აღმაფრთოვანებელი თვალით უყურებენ. თუ სავსე ფორმები გაქვთ, ანუ დანაყრებული ხართ და საკმარისად კარგად ცხოვრობთ. მეორე მიზეზიც არსებობს, რომლის მიხედვით სისრულე უფრო ნანატრი გახდა, ვიდრე ადრე: სამხრეთ აფრიკაში შიდსის ძალიან ბევრი შემთხვევაა. აქ იქმნება ასოციაცია, რომ მსუქანი ქალი ჯანმრთელი ადამიანია. 3. საუდის არაბეთი არაბეთის სოციუმში ითვლება, რომ სისრულე სილამაზის და მაღალი სოციალური სტატუსის ნიშანია. გარდა ამისა, სიმსუქნე აქ ცხელი კლიმატის შედეგია, რადგან ძლიერი სიცხე ნაკლები მოძრაობის სურვილს იწვევს. ამას დაუმატეთ ის, რომ ქვეყანაში სწრაფი კვების პროდუქტები გაჩნდა: შედეგად ჭარბი წონის პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა. საუდის არაბეთში სპორტი, განსაკუთრებით ქალებში მისასალმებელი არაა. აქ ქალებისთვის ფიტნეს კლუბების შესაქმნელად პროექტები იქმნება, თუმცა ქალები იქ დაბრუნებას არ ჩქარობენ: მათ ფიზიკური ვარჯიშით წონაში დაკლების იდეა არ მოწონთ. გარდა ამისა, ეშინიათ, რომ ცხიმის ნაცვლად ზედმეტად შესამჩნევი კუნთები გაუჩნდებათ: ასე მთელი სილამაზე გაქრება. სხვათა შორის, სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში ქალების 74% საკუთარი გარეგნობით კმაყოფილია და არაფრის შეცვლა არ სურს. მაშინ, როცა აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში თავისი სხეულის ფორმებით ქალების 50%-ზე მეტი უკმაყოფილოა. 2. არაბთა გაერთიანებული საამიროები სად, სად და ამ ქვეყანაში პროგრესი ნახტომებით მიიწევს. უამრავ ლამაზმანს ინსტაგრამზე ბლოგი აქვთ და მათი შემხედვარე შეიძლება ითქვას, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველა ასეთი ელეგანტურია. თუმცა საუკუნეების დოგმების ასე ადვილად წაშლა მარტივი არაა: უმეტესწილად აქ სიმსუქნე ჯანმრთელობის და სილამაზის ნიშნად ითვლება. იყო სავსე აქ ნორმალური და ბუნებრივია. 1. ბრაზილია ბრაზილიელი ქალების დუნდულები ნამდვილი იგავია. ლამაზ დუნდულებს თან რამდენიმე კეთილი კილოგრამი ახლავს, რომელიც არავის აწუხებს. ბრაზილიელები თავისი ფორმებით ამაყობენ და კაცები ამას მხარს უჭერენ. აქ სისრულე ისტორიული მემკვიდრეობის შედეგია. რამდენიმე საუკუნის წინ აქ მონობა ყვაოდა. პლანტაციაში წასვლამდე მონები რაც შეიძლება ბევრი საკვების ჭამას ცდილობდნენ, რომ მძიმე მუშაობისთვის ძალა ჰქონოდათ. ახლა მონობა აღარაა, მაგრამ გემრიელად ჭამის სურვილი დარჩა. ბონუსი: საზოგადოებრივი გადახრა ბევრ ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანი სიმსუქნით იტანჯება, მაგრამ ამას სილამაზედ მიიჩნევს. სამხრეთ კორეაში ყველაფერი პირიქითაა. ამ განვითარებულ ქვეყანაში ბოდიპოზიტივი აშკარად პატივსაცემი არაა. ლამაზი სხეული ძალიან გამხდარი უნდა იყოს. გასაოცარია არა მხოლოდ ეს, არამედ ის, რომ ყველა ერთნაირად იდეალური უნდა იყოს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მოდური ტანსაცმლის მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ ფორმატი „ერთი ზომა ყველასთვის“. მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ „თუ ტანსაცმელი არ მოგერგოთ, უნდა დაიკლოთ, სანამ არ ჩაგეტევათ“. ამასთან ჭარბი წონის ბევრი ადამიანია, მაგრამ ისინი ნაკლებად მოდურ მაღაზიებში იცვამენ. ასევე დაგაინტერესებთ: ცხოვრებით ყველაზე კმაყოფილი კაცები მსუქან ცოლებს ჰყავთ 12 ადამიანი, რომლებმაც მხოლოდ 1 წელში წარმოუდგენლად შეცვლა შეძლეს გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა 10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან რატომ გამოიყურებიან ცნობილები ყოველთვის ლამაზად: ავოკადო, ყურძენი და სხვა პროდუქტები, რომელთაც ისინი ჭამენ 1611 2-ს მოსწონს |