ქალი და მამაკაცი ცხოვრებით ყველაზე კმაყოფილი კაცები მსუქან ცოლებს ჰყავთ 2020, 26 იანვარი, 13:26 კაცები, რომლებიც პუტკუნა ქალებზე ქორწინდებიან, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც გამხდარ ქალებზე ქორწინდებიან.
მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის ექიმების, ფილემონ ალვარადოს და ედგარდო მორალესის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსუქანა ქალების უმეტესობა უფრო გულახდილი და მოსიყვარულეა, რაც მათ ურთიერთობაში უფრო ბედნიერს ხდის. ეს კი თავის მხრივ მათ გვერდით მდებარე კაცებს 10-ჯერ უფრო აბედნიერებს. გარდა ამისა, ითვლება, რომ დიდი ზომის მქონე ქალები პოზიტივს ასხივებენ, რომლითაც სხვებსაც მუხტავენ. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მსუქანა ქალები უფრო მეტს იღიმიან და პრობლემებს უფრო ადვილად უმკლავდებიან. და ბოლოს, დაადგინეს, რომ სავსე ფორმების მქონე ქალები პარტნიორის მოთხოვნილებებს უფრო წინათგრძნობენ და შესაბამისად უკეთესი ცოლები არიან. კვლევაში აღინიშნება, რომ მოხდენილი ფორმების ქალები ხშირად თავშეკავებულნი, ნაკლებად მეგობრულები და ნაკლებად ემოციურები არიან, რის გამოც ურთიერთობაში კერკეტი კაკალი ხდებიან. ზემოთ მოცემული შედეგების მიხედვით მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კაცები, რომლებიც სავსე ფორმების ქალებს ირჩევენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, მეტს იღიმიან და ურთიერთობასა და ჩვეულ ცხოვრებაში უფრო ბედნიერები არიან. ასევე დაგაინტერესებთ: ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს ვბრაზდებით, როცა პარტნიორისგან ნაკლებ ყურადღებას ვიღებთ: როგორ ვქმნით პრობლემებს ურთიერთობაში რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით? 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ 323 შეფასება არ არის |