საზოგადოება „მოსამართლემ ამიკრძალა ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორობა“ - ნიკა გვარამია 2020, 11 თებერვალი, 20:50 .
"მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
.
"ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს: ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტიანად ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა... ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო. შესაბამისად, მე მთელი თებერვალი სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. არჩევანს ვაკეთებ ტელეკომპანია "მთავარის" სასარგებლოდ. . მე შემიძლია კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემს გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. არ ვაპირებ, ცნობა მოვიტანო და "ავად ვარ მიშველე" ვიყვირო. თუ უნდათ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. მალე გავათავისუფლებთ სასამართლოს, გავწმენდთ ნეხვისგან, ახლა არც ეს შენობაა სასამართლო და არც ისინი მოსამართლეები" - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 522 შეფასება არ არის
|