x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კაშინა - კოლხური მითოლოგია
კაშინა - კოლხური მითოლოგია


კოლხეთის წყლებში წყარიშდიდა, ხოლო ტყეებში ტყაშმაფა უფლობს, ჭაობებში კი კაშინა, იგივე კაჟინა ბინადრობს და მეფობს. კაშინა არის ულამაზესი არსება, ქალი კაჟისფერი თმებით (უფრო გვიანდელი ლეგენდებით კი - სიმინდისფერი თმით). ამ ქალების სითეთრე და სილამაზე ჭაობის დაბინდულ, მრუმე ფერებში მთვარისფერ თუ ფოსფორისფერ შუქს გამოსცემს. კაშინა თავის წარმომშობ სტიქიას ჰგავს. მისი სითეთრე ღამეული ჭაობის ფოსფორული ნათების ანარეკლია. მისი კვნესა თუ სევდიანი სიმღერა - ჭაობის იდუმალი ხმები, ხოლო თავად სახელი მომდინარეობს სულთათქმისაგან, ოხვრისგან, რომელიც მეგრულ ენაზე ასე ჟღერს - შურიშ კაშუა. კაშინა როგორც წესი, გზააბნეულ მეთევზეებს, მონადირეებს, ან უბრალოდ დაკარგულ მგზავრებს უსაფრთდება ჭანჭრობში. შემდეგ კი საშველად უხმობს, რომ თანდათან შეიტყუოს ღრმა საფლობებში, ონწყვეშში, სადაც მას ჭაობის მბრძანებელი - გუშა ეუფლება და სამუდამოდ ატყვევებს.


ავტორი: ნინო ქობალია



კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
135