x
image
ლურჯი თოლია
"ახალგაზრდავ, იცი რა არის მეგობრობა?"

"... დღეს დილას ბარში მჯდომი მამაკაცი მიყურებს და მეკითხება:
-ახალგაზრდავ, იცი რა არის მეგობრობა?
პასუხისთვის მოვემზადე და მაწყვეტინებს:
-ხედავ იმ კუთხეში იმ მამაკაცს? ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. 1939-ში დავიბადეთ და გავიზარდეთ ერთად. მე მისი მეჯვარე ვიყავი, ის კი ჩემი.
ერთად ვიყიდეთ მიწა სამუშაოდ, ყოველ დღე მოვდიოდით ამ ბარში ვსვამდით ბიანკინოს და ვკითხულობდით ახალ ამბებს.
ის მე მიკითხავდა, რადგან მე კითხვა არ ვიცი. მე კი მას ვუსმენდი.
ყოველთვის ერთად...
1978 ში ვიჩხუბეთ. ხელითაც შევეხეთ... ამ დღიდან აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს, არც კი ვესალმებით.
მიუხედავად ყველაფრისა, 1978 დან ყოველ დღე მოვდივართ აქ, ამ ბარში, ერთი და იგივე დროს, ყოველ დღე ვხედავთ ერთმანეთს და არ ვესალმებით, ვსხდებით სხვადასხვა მაგიდებზე და ორივე ვსვამთ ბიანკინოს.
ყოველ დღე მას მოაქვს გაზეთები და ახალ ამბებს კითხულობს ხმამაღლა... ხალხი ფიქრობს რომ ის აფრენს, მაგრამ ამას აკეთებს ჩემთვის...1978 დან... "

image


0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0