ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი ვნება ჩაღდება 2020, 10 თებერვალი, 11:00 ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ძლიერი ვნება და ქიმია იქმნება. რა არის ასეთი სიყვარულის საიდუმლო? უბრალოდ ისინი იდეალური წყვილები არიან.
ვერძი და მორიელი
ორივეს მარსი მფარველობს, ორივე ვნებიანი და ძლიერი პიროვნებები არიან. მათი ვნება პრობლემებს ურთიერთობის განადგურებას არ მისცემს, ამიტომ ვერძი და მორიელი ერთმანეთთან სამუდამო ქორწინების კავშირს ქმნიან.
სასწორი და თევზები მეოცნებე თევზები და იდეალისტი სასწორი საკუთარ ფანტასტიკის და რომანტიკის სამყაროს ქმნიან. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულად. ყურადღების ნაზი ჟესტებით და ბობოქარი „საძინებლის“ ცხოვრებით ერთმანეთის გაბედნიერებას ახერხებენ. ლომი და კურო ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საჯაროდ გრძნობების გამოხატვას არ ერიდება. ლომის და კუროს ურთიერთობა ძალიან ღია, ემოციური და ვნებიანია. ერთმანეთს არასდროს უღალატებენ, რადგან ორივე ძალიან ერთგულია და ურთიერთობის განახლებისთვის ყოველთვის ახალ გზებს ეძებენ. ისინი გრძნობებს ჩაქრობის უფლებას არ მისცემენ. მშვილდოსანი და ქალწული მშვილდოსანი ქალწულს გაათავისუფლებს, ხოლო ქალწული მშვილდოსნას დაუფიქრებელი მოქმედებებისგან დაიცავს. ისინი ერთმანეთს ხან მიიზიდავენ, ხან ხელს კრავენ. ეს ურთიერთობაში ვნების და სიცხარის შენარჩუნებაში ეხმარებათ თხის რქა და მერწყული თხის რქა წესების ადამიანია. ის სხვების პირადი სივრცის საზღვრებს პატივს სცემს და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს. მერწყული ნამდვილი მეამბოხეა, რომელსაც წესები და საზღვრები საერთოდ არ აინტერესებს. თხის რქა საზოგადოებაში ძალიან თავშეკავებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასეთია. მერწყულმა ეს იცის და მას გულის გაღებას აიძულებს. მათ შორის ვნება უბრალოდ გარდაუვალია. ტყუპები და კირჩხიბი ამ წყვილს შორის ურთიერთობა ამერიკულ მთებს ჰგავს, რადგან ემოციების მართვის დროს ძალიან არაპროგნოზირებადები არიან. ისინი გვერდზე არ გაიხედავენ, რადგან მათ ეს რთული ურთიერთობაც ყოფნით. ასევე დაგაინტერესებთ: 14 რამ, რის გამოც კურო საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია. კურო ყველას გვჭირდება უფრო მტკიცე, ვიდრე ფოლადი და გრანიტი: 3 ზოდიაქოს ნიშანი შინაგანი ბირთვით, რომელთა გატეხა შეუძლებელია 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც იუმორის გრძნობა არ აქვთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ესა თუ ის დამოკიდებულება გააჩნია, შეამოწმეთ! 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც მთელი ცხოვრება ანგელოზის მფარველობის ქვეშ არიან 3428 1-ს მოსწონს |