x
image
Yoona
Mediator image
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც იუმორის გრძნობა არ აქვთ
იუმორის გრძნობას ყველა არ ფლობს. ბევრისთვის იუმორი ნამდვილი აფროდიზიაკია. დამეთანხმეთ, თუ პარტნიორს ცუდი იუმორის გრძნობა აქვს, თქვენი ყურადღების მიპყრობა გაუჭირდება.

image

ქვემოთ მოცემულ ზოდიაქოს ნიშნებს იუმორის გრძნობა ხშირად არ აქვთ, თუმცა თავიდან შეიძლება ვერც შეამჩნიოთ.


კირჩხიბი


კირჩხიბი ყველა ახლობელი ადამიანის მიმართ დედობრივ გრძნობას იჩენს. ეს დედობრივი გრძნობა ხშირად სიცილის ყველა შესაძლებლობას კლავს. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რასაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ, მაგრამ სიცილის გარეშე თქვენი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნება. ისწავლეთ სიცილი და ხუმრობა, თქვენ უფრო ბევრს მიიღებთ ახალი შეხვედრებისა და ხალხთან ურთიერთობისგან.


მორიელი

ნებისმიერი მორიელი რთული ემოციური განცდის ნაკრებია. თუ მორიელს შეხვდებით, მის გაგებას იმწამსვე ვერ შეძლებთ. ეს ზოდიაქოს ნიშანი იდუმალებით მოცულია და ემოციების გამოჩენა არ უყვარს.

ის მშვიდად ელოდება და აკვირდება, რომ დარწმუნდეს, რომ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მას ხელს არავინ უშლის. ამრიგად, მორიელი სხვების ხუმრობას დიდი ნდობით არ ეკიდება და გარკვეულ მომენტში შეიძლება ძალიან უხეშად იხუმროს. მორიელის იუმორის გაგება ყველას არ შეუძლია.


თხის რქა

ალბათ იმის გამო, რომ ამქვეყნად წლის ყველაზე ცივ სეზონში ჩნდებიან (როგორც მინიმუმ, ჩვენთან), ისინი ისეთივე ცივები არიან, როგორც დაბადების თვეები.

სამწუხაროდ, მათი „სიცივე“ იუმორის გრძნობასაც ეხება, რომელიც საჭირო დროს საერთოდ ქრება. სინამდვილეში ამის გაგება საკმაოდ მარტივია: თხის რქა ძალიან სერიოზულია და დასვენებასა და გართობაზე ბევრი დროის დახარჯვა არ უყვარს, ამიტომ ცხოვრებაში ყველაფერს ძალიან სერიოზულად ეპყრობა.


ქალწული

კიდევ ერთი მიწიერი ნიშანი, რომელიც ფეხზე მყარად დგას, ქალწული დეტალებს ბევრ დროს უთმობს, ხოლო ხუმრობას პირდაპირ აღიქვამს. ქალწულს არსში ჩაწვდომა სურს და ცხოვრებას ძალიან სერიოზულად ეპყრობა.

ის საკმაოდ ჭკვიანი. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ხშირად ხუმრობს, მაგრამ მისი იუმორის გაგება ყველას არ შეუძლია. ასეთ შემთხვევვაში ქალწულს დასკვნა გამოაქვს, რომ ადამიანი, რომელმაც ხუმრობა ვერ გაიგო, საკმაოდ ჭკვიანი არაა და მის დონეს ვერ აღწევს.

ქალწულმა შეიძლება ბოროტულად და ცინიკურად გაიხუმროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი თავის დაცვა სურს. მათ სურთ, რომ სხვებმა მათი არასრულფასოვნება გაიგონ, ამიტომ სარკაზმი მწვერვალზე თავის წარმოჩენის საშუალებაა.


ვერძი

ვერძი საკმაოდ ჯიუტია, ამასთან ის სხვების ხუმრობებს არ ღებულობს. სინამდვილეში, ნებისმიერი ვერძი - დიდი ბავშვია, რომელსაც ყველაფერი ნათქვამი და გაგონილი სჯერა. მას ავიწყდება, რომ ხალხი ხუმრობს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რომელი სიტყვა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

image

2. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც პირდაპირ გიჟდება მარტოობაზე

image

3. როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image

4. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც მთელი ცხოვრება ანგელოზის მფარველობის ქვეშ არიან

image

5. ისინი უბრალოდ შეუღწევადები არიან: 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნეგატიური ენერგეტიკის არეკვლა შეუძლიათ

image


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
581
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
581