სალათები 5 შესანიშნავი ჭარხლის სალათა, რომელიც ტვინს, გულს და სისხლძარღვებს აძლიერებს 2020, 6 თებერვალი, 16:12 ჭარხალს მოხარშვაც კი არ სჭირდება. ნედლი ჭარხლის სალათი ტვინის აქტივობას სტიმულირებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.
ორგანიზმის გასაჯანსაღებლად 7 დღის განმავლობაში ნედლი ჭარხალი სხვადასხვა ვარიანტებით შეჭამეთ. აი, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ვარიანტები:
1. ჭარხლის სალათი ნივრით და კაკლით ![]() ნივრის და ჭარხლის კომბინაცია სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ცხიმიანი კერძების სწრაფად მონელებას ხელს უწყობს. ინგრედიენტები: 1 ნედლი ჭარხალი 100 გრ ნიგოზი 3 კბილი ნიორი 1 სტაფილო მაიონეზი (სასურველია სახლში მომზადებული) მომზადება: ბოსტნეული გაასუფთავეთ და გახეხეთ, შემდეგ აურიეთ. ბოსტნეულის მასას დაჭყლეტილი ნიორი და დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ. მაიონეზით მორთეთ და პიკანტური გემოთი ისიამოვნეთ! 2. სალათი „ჭარხალი ვაშლით“ წვნიანი ხილ-ბოსტნეულის სალათი ჯანმრთელობას აძლიერებს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ინგრედიენტები: 1 ნედლი ჭარხალი 2 ვაშლი 1 ს/კ თაფლი 1 ს/კ მცენარეული ზეთი 3 ს/კ ლიმონის წვენი ახალი მწვანილი მომზადება: გასუფთავებული ჭარხალი და ვაშლი გახეხეთ, ლიმონის წვენი და თაფლი მოასხით. 4-5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ზეთით მორთეთ. მწვანილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. ეს სალათი ვახშმისთვის შესანიშნავი დანამატი იქნება. 3. სალათი „ჭარხალი კომბოსტოთი“ ![]() ეს სალათი ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდს. ინგრედიენტები: 1 ჭარხალი 200 გრ კომბოსტო 2 ვაშლი 3 ს/კ სელის ზეთი 1 ს/კ ლიმონის წვენი 1 კეჟერა მომზადება: კომბოსტო წვრილად დაჭერით, დანარჩენი ბოსტნეული გახეხეთ. მზა პროდუქტები აურიეთ, ლიმონის წვენი მოასხით და ზეთი დაუმატეთ. სუფრაზე გატანის წინ მწვანილები მოაყარეთ. 4. სალათი „ჭარხალი იოგურტით“ ![]() ეს სალათი კანის დაღლილობას და მოქნილობას ზრდის. ინგრედიენტები: 1 ჭარხალი 150 გრ კაკალი და შავქლიავი 1 ჩ/კ თაფლი 150 მლ იოგურტი მომზადება: გახეხილ ჭარხალს დაქუცმაცებული ჩირი დაუმატეთ, არაჟნით და თაფლით მორთეთ. კარგად აურიეთ. სალათით ისიამოვნეთ. 5. სალათი „ჭარხალი ყველით“ ![]() ეს პიკანტური კერძი სადღესასწაულო სუფრაზე საკმაოდ გონივრული იქნება. ინგრედიენტები: 1 ჭარხალი 150 გრ პარმეზანი 3 კბილი ნიორი 2 სტაფილო 50 მლ არაჟანი მარილი, წიწაკა გემოვნებით მომზადება: გასუფთავებული ბოსტნეული მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ნიორი და დაქუცმაცებული ყველი დაუმატეთ. არაჟნით მორთეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და აურიეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 5 გემრიელი სოუსი სალათებისთვის ![]() როცა ბორში და ვინეგრეტი მოგბეზრდათ: იტალიური ჭარხლის ნიოკი ![]() წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი ![]() ტოპ 5 ახალი კომბოსტოს სალათი: გარნირიც არ დაგჭირდებათ ![]() სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს ![]() 1204 შეფასება არ არის |