x
image
Yoona
Mediator image
ტოპ 5 ახალი კომბოსტოს სალათი: გარნირიც არ დაგჭირდებათ
კომბოსტო თითქოს დიეტისთვის არის შექმნილი. თუნდაც მთელი დღე მიირთვით! ის უჯრედისით და ვიტამინებით სავსეა და წონაში დაკლებას ხელს უწყობს.


image

1. კომბოსტოს მარტივი სალათა

ინგრედიენტები:

  • 200 გრ კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 1 კიტრი
  • 2-3 ღერო ნიახური
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 2 ჩ/კ სოიოს სოუსი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  • კომბოსტო, კიტრი, სტაფილო და ნიახური წვრილად დაჭერით.
  • ცალკე თასში სოიოს სოუსი ზეთს და ლიმონის წვენს აურიეთ. დაპრესილი ნიორი და შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. მარილი საჭირო არაა, რადგან სოიოს სოუსი მარილს ისედაც შეიცავს.
  • სალათს სართავი მოასხით, აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

  • 2. კომბოსტოს სალათი თინუსით

    ინგრედიენტები:

    • 200 გრ თინუსი
    • 400 გრ კომბოსტო
    • 0, 5 კონა მწვანე ხახვი
    • 3 ს/კ სქელი იოგურტი
    • მარილი გემოვნებით
    • შავი წიწაკა გემოვნებით
    მომზადება:

  • კომბოსტო დაჭერით, ღრმა თასში მოათავსეთ, მარილი მოაყარეთ .
  • წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და თინუსის ნაჭერი დაუმატეთ.
  • სალათი იოგურტით მორთეთ, წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

  • 3. კომბოსტოს სალათი ფორთოხლით

    ინგრედიენტები:

    • 500 გრ კომბოსტო
    • 2 ფორთოხალი
    • 1 ჩ/კ მარილი
    • 1 ჩ/კ შაქარი
    • 2 ჩ/კ ბალზამის ძმარი
    • მწვანილი გემოვნებით
    • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
    მომზადება:

  • კომბოსტო წვრილად დაჭერით და ღრმა თასში ჩაყარეთ.
  • მწვანილი წვრილად დაჭერით და კომბოსტოს დაუმატეთ.
  • მარილი და წიწაკა მოაყარეთ, შაქარი დაუმატეთ და ცოტა მწვანილი მოაყარეთ.
  • ფორთოხალი ცედრისგან გაათავისუფლეთ. რბილობი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და კომბოსტოს დაუმატეთ.
  • სალათი ბალზამის ძმრით და ზეთით მორთეთ და აურიეთ.

  • 4. კომბოსტოს სალათი მოცარელათი

    ინგრედიენტები:

    • 300 გრ კომბოსტო
    • 1 წითელი ხახვი
    • 1 კიტრი
    • 8 ცალი პომიდორი ჩერი
    • 10 ზეთისხილი
    • 150 გრ მოცარელა
    • 0, 5 ჩ/კ მარილი
    • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
    • 1 ჩ/კ თაფლი
    • 1 ს/კ ლიმონის წვენი
    • შავი წიწაკა გემოვნებით
    • მწვანილი გემოვნებით
    მომზადება:

  • კომბოსტო წვრილად დაჭერით, ღრმა თასში ჩაყარეთ, მარილი მოაყარეთ.
  • დაჭრილ კომბოსტოს თხელ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთისხილი და კიტრი დაუმატეთ.
  • იმწამსვე დაჭრილი მოცარელა და პომიდორი დაუმატეთ.
  • ცალკე თასში თაფლი, ზეთი, ლიმონის წვენი და შავი წიწაკა აურიეთ.
  • სალათს სართავი მოასხით და აურიეთ.

  • 5. კომბოსტოს სალათი კიტრით და მდოგვის სართავით

    ინგრედიენტები:

    • 300 გრ კომბოსტო
    • 4 ს/კ დაკონსერვებული ბარდა
    • 10 მწვანე ზეთისხილი
    • 0, 5 კონა მწვანე ხახვი
    • 4 ნიგოზის ბირთვი
    • შაქარი გემოვნებით
    • მარილი გემოვნებით
    • მწვანილი გემოვნებით
    • 3 ს/კ ლიმონის წვენი
    • 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
    • 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები
    მომზადება:

  • კომბოსტო წვრილად დაჭერით, შაქარი და მარილი მოაყარეთ.
  • დაკონსერვებული ბარდა და ზეთისხილი დაუმატეთ.
  • ნიგვზის ბირთვი დააქუცმაცეთ და კომბოსტოს დაუმატეთ. მწვანილი დაჭერით და თასს დაუმატეთ.
  • ცალკე ლიმონის წვენი, ზეთი, მდოგვი და წიწაკა აურიეთ. სალათს სართავი მოასხით და აურიეთ.

  • ვახშამი მსუბუქი სალათით ჩაანაცვლეთ, რომ მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამების მოშორება შეძლოთ.


    ასევე დაგაინტერესებთ:

    სალათები კორეულად - 5 წარმოუდგენლად გემრიელი რეცეპტი

    image

    სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს

    image

    ცხიმისმწველი სალათი ქათმის მკერდით და გრეიფრუტით

    image

    როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი

    image

    ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

    image

    მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

    image

    უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

    0
    1134
    1-ს მოსწონს
    ავტორი:Yoona
    Yoona
    Mediator image
    1134