სალათები როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები 2018, 6 დეკემბერი, 21:06
ოლივიე, ქაშაყი ქურქში, დაჭრილი ხორცი, ხოლო მაგიდის ცენტრში - ბოთლი „საბჭოური“... ბევრ ძველი თაობის ადამიანს ეს დრო ენატრება! ერთნაირი ჩეხური ავეჯი, ხალიჩა, ამერიკული ჯინსი და ბროლის ჭურჭელი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა საახალწლო სუფრაც კი ერთნაირი ჰქონდათ!
გთავაზობთ, ერთად გავიხსენოთ, თუ როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს!
ოლივიე ვის გაუგია ახალი წელი ოლივიეს გარეშე? სწორედ საბჭოთა კავშირის დროს ეს სალათი ტრადიციულად ზამთრის დღესასწაულების მენიუში შევიდა. ალბათ, ნებისმიერი ოჯახის ფოტო ალბომში საახალწლო სუფრის სათავეში ოლივიეს სურათს იპოვით. იმ დროს ადამიანები სალათს ჩვეულებრივ დღეებში იშვიათად მიირთმევდნენ, სწორედ ამიტომ ახალ წელს ოლივიეს სალათს დიდი მასშტაბით ამზადებდნენ: ვედროებით და ღრმა თასებით - გადაჭარბების გარეშე. ინგრედიენტები: 5-6 ც. კარტოფილი 3 ც. სტაფილო 5 ც. კვერცხი 300 გრ მოხარშული ძეხვი 4 ც. დამარილებული კიტრი 1 ქილა მწვანე ბარდა მაიონეზი მოსართავად მარილი და მწვანილი გემოვნებით მომზადება: ბოსტნეული და კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ ძეხვთან და კიტრთან ერთად კუბებად დაჭერით. 1 ქილა მწვანე ბარდა დაუმატეთ (წყალი წინასწარ გადაასხით). მაიონეზი მოასხით და მწვანილით გემოვნებით მორთეთ. ქაშაყი ქურქში ამ სალათის რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ახლა მის გარეშე საახალწლო სუფრის წარმოდგენა შეუძლებელია. ინგრედიენტები: 1 ც. ნაკლებად მარილიანი ქაშაყი 1 ც. ხახვი 1 ც. სტაფილო 2-3 ც. კარტოფილი 3 ც. კვერცხი 1 ც. ჭარხალი მაიონეზი მოსართავად მომზადება: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და კვერცხი ბოლომდე მომზადებამდე მოხარშეთ, მსხვილ სახეხზე სხვადასხვა ჭურჭელში გახეხეთ. ხახვი წვრილად დაჭერით. თევზის ფილეს ახლა ყველგან იპოვით, მაშინ კი ძნელი საპოვნელი იყო და თევზის თავად გასუფთავება უწევდათ. თუ თქვენ მთლიანი თევზი გაქვთ ნაყიდი, ძვლები და შიგნეული კარგად გამოიღეთ და გაასუფთავეთ, შემდეგ კუბებად დაჭერით. ბევრი დავობს, თუ რა თანმიმდევრობით დავაწყოთ სალათის ფენები. საბჭოთა კავშირის დროს ტრადიციულად ასე აკეთებდნენ: ქაშაყი, ხახვი, კარტოფილი, მაიონეზი, სტაფილო, კვერცხი, ჭარხალი, მაიონეზი. მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ. ასეთ ქურქში ქაშაყი ნამდვილად არ გაიყინება! მჟავე კომბოსტო მჟავე კომბოსტო ცივი აივნიდან - დღესასწაულის დიდი ხნის ნანატრი სტუმარია! ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ, სანამ დედა მოხუფული ქილიდან ხრაშუნა კომბოსტოს ამოიღებდა. მარტივად მზადდება, სამაგიეროდ გემრიელია! ინგრედიენტები: 1 თავი კომბოსტო 2-3 ც. სტაფილო მარილი, წყალი, სანელებლები გემოვნებით მომზადება: კომბოსტო და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჭურჭელში მოათავსეთ, მარილი მოაყარეთ და აურიეთ. წყალი დაასხით (წყალმა კომბოსტო უნდა დაფაროს) და ზემოდან სიმძიმე დაადეთ. რამდენიმე დღეს მარილწყალი ბუშტებს გაიკეთებს - ამ ეტაპზე სიმძიმის მოხსნა უკვე შეგიძლიათ, აურიეთ და კვლავ სიმძიმე დაადეთ. ერთ კვირაში ხრაშუნა კომბოსტო მზად იქნება! დამარილებული თევზი დამარილებული თევზი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ორიგინალურიც. მის გარეშე საბჭოთა კავშირის დროს საახალწლო სუფრის წარმოდგენა შეუძლებელი იყო! ინგრედიენტები: 1 კგ ფარგას ფილე 1 ც. სტაფილო 1 ც. ლიმონი 1 შეფუთვა ჟელატინი 2 ლ. წყალი მარილი და სანელებელი გემოვნებით მომზადება: თევზი გარეცხეთ, დაჭერით და მდუღარე წყალში 5 წუთით ჩადეთ. შემდეგ ცეცხლი ნელ-ნელი მინიმუმამდე დაუწიეთ, ბულიონი დაამარილეთ და თევზი ბოლომდე მომზადებამდე მოხარშეთ. ქაფი მოაშორეთ. თევზი მომზადების შემდეგ გააგრილეთ. 2 ჭიქა თევზის ბულიონში ჟელატინი გახსენით. სტაფილო რგოლებად, ლიმონი ნახევარ რგოლებად დაჭერით. კერძის თეფში გემოვნების მიხედვით გააფორმეთ. გახსნილი ჟელატინი დარჩენილ ბულიონს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თევზს სტაფილოთი და ლიმონით დაუმატეთ. კერძი მაცივარში ბოლომდე გამაგრებამდე შეინახეთ. გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი კერძი! საბჭოური მენიუ მრავალფეროვანი საახალწლო კერძებით თავს ვერ იქებდა, მაგრამ ახლა ამ დღესასწაულებს ყველა სინაზით და ნოსტალგიით იხსენებს. და დღესაც ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ახალი წელი მანდარინის, ხიზილალას, შამპანურის და ტრადიციული ოლივიეს გარეშე წარმოუდგენელია. და ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს! ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი 2. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე! 3. მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში 4. როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი 5. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1060 1-ს მოსწონს 1-ს არა
|