სალათები
ტოპ 5 ახალი კომბოსტოს სალათი: გარნირიც არ დაგჭირდებათ
2019, 22 სექტემბერი, 16:16
კომბოსტო თითქოს დიეტისთვის არის შექმნილი. თუნდაც მთელი დღე მიირთვით! ის უჯრედისით და ვიტამინებით სავსეა და წონაში დაკლებას ხელს უწყობს.
1. კომბოსტოს მარტივი სალათა
ინგრედიენტები:
- 200 გრ კომბოსტო
- 1 სტაფილო
- 1 კიტრი
- 2-3 ღერო ნიახური
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ჩ/კ სოიოს სოუსი
- შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
კომბოსტო, კიტრი, სტაფილო და ნიახური წვრილად დაჭერით.
ცალკე თასში სოიოს სოუსი ზეთს და ლიმონის წვენს აურიეთ. დაპრესილი ნიორი და შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. მარილი საჭირო არაა, რადგან სოიოს სოუსი მარილს ისედაც შეიცავს.
სალათს სართავი მოასხით, აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
2. კომბოსტოს სალათი თინუსით
ინგრედიენტები:
- 200 გრ თინუსი
- 400 გრ კომბოსტო
- 0, 5 კონა მწვანე ხახვი
- 3 ს/კ სქელი იოგურტი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
კომბოსტო დაჭერით, ღრმა თასში მოათავსეთ, მარილი მოაყარეთ .
წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და თინუსის ნაჭერი დაუმატეთ.
სალათი იოგურტით მორთეთ, წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
3. კომბოსტოს სალათი ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 500 გრ კომბოსტო
- 2 ფორთოხალი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 2 ჩ/კ ბალზამის ძმარი
- მწვანილი გემოვნებით
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
კომბოსტო წვრილად დაჭერით და ღრმა თასში ჩაყარეთ.
მწვანილი წვრილად დაჭერით და კომბოსტოს დაუმატეთ.
მარილი და წიწაკა მოაყარეთ, შაქარი დაუმატეთ და ცოტა მწვანილი მოაყარეთ.
ფორთოხალი ცედრისგან გაათავისუფლეთ. რბილობი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და კომბოსტოს დაუმატეთ.
სალათი ბალზამის ძმრით და ზეთით მორთეთ და აურიეთ.
4. კომბოსტოს სალათი მოცარელათი
ინგრედიენტები:
- 300 გრ კომბოსტო
- 1 წითელი ხახვი
- 1 კიტრი
- 8 ცალი პომიდორი ჩერი
- 10 ზეთისხილი
- 150 გრ მოცარელა
- 0, 5 ჩ/კ მარილი
- 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება:
კომბოსტო წვრილად დაჭერით, ღრმა თასში ჩაყარეთ, მარილი მოაყარეთ.
დაჭრილ კომბოსტოს თხელ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთისხილი და კიტრი დაუმატეთ.
იმწამსვე დაჭრილი მოცარელა და პომიდორი დაუმატეთ.
ცალკე თასში თაფლი, ზეთი, ლიმონის წვენი და შავი წიწაკა აურიეთ.
სალათს სართავი მოასხით და აურიეთ.
5. კომბოსტოს სალათი კიტრით და მდოგვის სართავით
ინგრედიენტები:
- 300 გრ კომბოსტო
- 4 ს/კ დაკონსერვებული ბარდა
- 10 მწვანე ზეთისხილი
- 0, 5 კონა მწვანე ხახვი
- 4 ნიგოზის ბირთვი
- შაქარი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
- 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები
მომზადება:
კომბოსტო წვრილად დაჭერით, შაქარი და მარილი მოაყარეთ.
დაკონსერვებული ბარდა და ზეთისხილი დაუმატეთ.
ნიგვზის ბირთვი დააქუცმაცეთ და კომბოსტოს დაუმატეთ. მწვანილი დაჭერით და თასს დაუმატეთ.
ცალკე ლიმონის წვენი, ზეთი, მდოგვი და წიწაკა აურიეთ. სალათს სართავი მოასხით და აურიეთ.
ვახშამი მსუბუქი სალათით ჩაანაცვლეთ, რომ მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამების მოშორება შეძლოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
სალათები კორეულად - 5 წარმოუდგენლად გემრიელი რეცეპტი
სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს
ცხიმისმწველი სალათი ქათმის მკერდით და გრეიფრუტით
როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი
ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს
მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი