ფსიქოლოგია როგორ ამოვიცნოთ 8 სახიფათო მენტალური დაავადება - ეს უნდა იცოდეთ! 2020, 10 თებერვალი, 17:23
ექსპერტების თქმით, ოთხიდან ერთ ადამიანს მენტალური ან ნევროლოგიური პრობლემები აწუხებს. ზოგიერთი მათგანი კარგად ცნობილია, ზოგი კი იმდენად იშვიათი და სპეციფიურია, რომ პროფესიონალებსაც კი გაუჭირდებათ დიაგნოზის დასმა.
სტატიაში ვეცდებით გასწავლოთ, როგორ მოახდინოთ რთულად ამოსაცნობი 8 მენტალური დაავადების იდენტიფიცირება. 1. ალისა საოცრებათა ქვეყანაში სინდრომიალისა საოცრებათა ქვეყანაში სინდრომი, ასევე ცნობილი როგორც ტოდის სინდრომი, პიროვნებას დეზორიენტაციის მდგომარეობაში აყენებს, აღქმის უნარს უცვლის და სამყაროს აჩვენებს, როგორც მრუდეს. იგივეს განიცდიდა ალისა წიგნში, როცა ეჩვენებოდა, ისე პატარავდებოდა, რომ ფინჯანში ჩაეტეოდა, ან ისე დიდდებოდა, რომ სახლში ვეღარ ეტეოდა.სიმპტომები: ⚫ ტოდის სინდრომი ხშირად ახასიათებთ ახალგაზრდა პაციენტებს 20-იან წლებში, რომლებსაც აღენიშნებათ ტვინის სიმსივნე, მწვავე შაკიკი ან ეფშტეინ-ბრანის ვირუსის საწყისი ფაზა აქვთ. ⚫ ისინი არასწორად აღიქვამენ გარშემო მყოფი საგნების ზომასა და ფერებს, უფრო დიდად ან პატარად ხედავენ საკუთარ სხეულსაც კი. ⚫ ზოგჯერ ვერ არჩევენ ფერებს. ⚫ ახასიათებთ დაბნეულობა. ⚫ ასეთი მდგომარეობა იშვიათი და დროებითია, ამიტომ შესაძლოა, დროსთან ერთად გაქრეს. 2. ხელოვნური დარღვევებიჩვენს უმეტესობას არ სურს ავად გახდომა, საავადმყოფოში წასვლა ან დიდ ხანს საწოლში წოლა, თუმცა, არა - ხელოვნური დარღვევების მქონე ადამიანებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რაღაც სჭირთ და ავადმყოფის როლს ითავისებენ. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს წარსულის ტრავმით, ბავშვობაში დამცირებით და უარყოფით, ან რომელიმე დაავადებით. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება ეს მენტალური დარღვევა, რისი მკურნალობაც ფსიქოთერაპიითაა შესაძლებელი.სიმპტომები: ⚫ ამ დარღვევის მქონე ადამიანები განზრახ იავადებენ თავს. ⚫ მათ აქვთ მუდმივი და ძლიერი სურვილი, ეწვიონ საავადმყოფოებს და მიიღონ ექიმის გამოწერილი წამლები. ⚫ ისინი იგონებენ დაუსრულებელ სიმპტომებს, რითაც ექიმებთან წასვლის საბაბი ეძლევათ. ⚫ სამედიცინო ტერმინოლოგია ძირფესვიანად იციან. 3. უცხოპლანეტელის ხელის სინდრომიეს იშვიათი დაავადება ასევე ცნობილია დოქტორ სთრანგელოვის სინდრომის სახელით. ამ დროს ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ ხელზე ან რომელიმე კიდურზე. მისი განკურნება შეუძლებელია და პაციენტს ხშირად მეორე ხელით უწევს "ურჩი" ხელის დამორჩილება. სინდრომი შეიძლება ადამიანს აღენიშნოს ანევრიზმის, ტვინის სიმსივნეს, ინსულტის ან ტვინის ოპერაციის შემდეგ.სიმპტომები: ⚫ ადამიანი გრძნობს, თითქოს ხელი თავად იწყებს აზროვნებას და თავისი ნებით მოძრაობს. ზოგჯერ ის მოძალადეც კი ხდება - ცდილობს, ყელში მოჭერით დაახრჩოს თავისი "მესაკუთრე", დაკაწროს ან ტანსაცმელი გახადოს. ⚫ პაციენტს იმდენად დაკარგული აქვს საკუთარი ხელის კონტროლი, რომ მან შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს. 4. დისოციაციური იდენტურობის დარღვევაამ სინდრომს მრავლობითი პიროვნულობის დარღვევასაც ეძახიან და როგორც სახელიდანაც ჩანს, გვხვდება ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ერთზე მეტ პიროვნებასთან აიგივებენ. დარღვევა საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიო მოსახლეობის 0.01%-დან 1%-მდე ნაწილს აღენიშნება. როგორც წესი, პაციენტები მენტალურ ინსტიტუტებში ხვდებიან ხოლმე.სიმპტომები: ⚫ ამ დარღვევის მქონე ადამიანები თავს 2 ან 3 პიროვნებასთან აიგივებენ. აქვთ სხვადასხვა სახელები, ხასიათები და სქესიც კი. ⚫ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შესაძლოა ერთმა პიროვნებამ მეორე ჩაანაცვლოს რამდენიმე საათში, დღეში ან წელიწადში. ⚫ აღინიშნება ამნეზიის მომენტებიც. ⚫ პაციენტები ვერ ხვდებიან, რა ხდება მათ გარშემო, ამიტომ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება მათთვის რთულია. ხშირად უწევთ მოულოდნელობასთან შეჯახება ოჯახში, საზოგადოებაში ან პროფესიულ კარიერაში. 5. სტენდალის სინდრომისტენდალის სინდრომის დადებითი მხარე ისაა, რომ ის ადამიანის ცხოვრებაში დროებითი ეპიზოდია, რომელიც ხელოვნების ბევრი ნიმუშის ნახვის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს; იგულისხმება ნახატები, არქიტექტურული ძეგლები, ტურისტული ადგილები, ლამაზი ხედები და ა.შ. სინდრომს სახელი ფრანგი ავტორის მიხედვით დაერქვა, რომელმაც სტრესული გამოცდილება მიიღო 1817 წელს ფლორენციაში მოგზაურობის შემდეგ.სიმპტომები: ⚫ დაღლილობა და გულის წასვლა ⚫ დისორიენტაცია და დაბნეულობა ⚫ უცაბედი შფოთი ⚫ გულისცემის სიხშირის უეცარი მომატება ⚫ ჰალუცინაციები 6. კოტარის ბოდვაალბათ, ამ სიაში ყველაზე სახიფათო სინდრომი კოტარის ბოდვაა, რომელიც მოსიარულე გვამის სინდრომის სახელითაცაა ცნობილი. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ მკვდრებს შორის დადის ან გარდაიცვალა და სულია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის გარკვეული ნაწილების დაზიანებით. საბედნიეროდ, ეს დაავადება განსაკუთრებულად იშვიათია.სიმპტომები: ⚫ პაციენტს სჯერა, რომ მკვდარია, მოჩვენებაა, არ არსებობს, სხეული არ აქვს და სისხლის მიმოსვლა და ორგანოების ფუნქციონირება შეჩერებულია. ⚫ რადგანაც სჯერა, რომ გარდაიცვალა, ადამიანი აღარ იღებს საჭმელსა და სასმელს, რადგან ფიქრობს, რომ ნუტრიენტები არაფერში სჭირდება. ⚫ დეპრესია ⚫ სოციალური გაუცხოების ნიშნები 7. ვიზუალური აგნოზიავიზუალური აგნოზიის დროს, კავშირი იმას შორის, რასაც თვალი ხედავს და რასაც ტვინი აღიქვამს, არაზუსტია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი ნანახ ობიექტთან ვერ ქმნის მისი სწორი მნიშვნელობის ასოციაციას. ასე ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს, რომ სკამი სინამდვილეში ბურთია. ვიზუალური აგნოზია ხშირად აღენიშნება პაციენტს ტვინის დაზიანების გამო დემენციის, სიმსივნეს ან მოწამვლის შემდეგ.სიმპტომები: ⚫ პაციენტი იბნევა და ვერ ხვდება, რა დაიჯეროს - რასაც ხედავს თუ რასაც სჯერა, რომ ხედავს. მაგალითად, მას შეიძლება თოჯინა ძაღლში აერიოს. ⚫ ადამიანი რთულად ცნობს ადგილებს და სახეებს, რაც მისთვის ახლობელი უნდა იყოს. 8. ვენდიგოს ფსიქოზიეს რთული მდგომარეობაა, რაც ადამიანს აფიქრებინებს, რომ ის მონსტრ ვენდიგოს ეკუთვნის, რომელიც ადამიანის სხეულით საზრდოობს. The First Nation Algonkian-ის ინდურ კულტურაში სჯერათ, რომ ვენდიგო მონსტრია, რომელსაც ადამიანური თვისებები ახასიათებს ან სულია, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის და მას აიძულებს, რომ საზარელი მონსტრი გახდეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენაც შეეძლება.სიმპტომები: ⚫ დეპრესიისა და ნევროზის ნიშნები ⚫ ქრონიკული მარტოობის განცდა ⚫ აგრესიული და ძალადობრივი ქცევა p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. რას ამბობენ კომიდან გამოსული ადამიანები - 21 საინტერესო შემთხვევა 2. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ 3. რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან 4. 8 ქცევის ფორმა, რომელიც კრიმინალისთვის ადვილ სამიზნედ გაქცევთ 925 შეფასება არ არის
|