x
image
თამილა გურაშვილი
ტაილანდიში, კორონავირუსის მკურნალობის სწრაფ საშუალებას მიაგნეს
image



ტაილანდის ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმმა 48 საათში მოახერხა ჩინური ვირუსისგან ხანდაზმული ქალის განკურნება ორი ტიპის წამლის კომბინაციით.



ხანდაზმული პაციენტი კორონავირუსისგან ორი დღის განმავლობაში განიკურნა აივ და გრიპის სამკურნალო საშუალებებით.


აღინიშნება, რომ ბანგკოკის რაჯავიტის საავადმყოფოს ექიმმა 71 წლის ჩინელ პაციენტს უმკურნალა აივ წამლების კომბინაციით, ლოპინავირით / რიტონავირით და ოზელტამივირის( გრიპის სამკურნალო) მნიშვნელოვანი დოზებით.



შედეგად, ტესტის მაჩვენებელი შეიცვალა პოზიტიურამდე 48 საათში. ექიმმა დასძინა, რომ ბოლო ლაბორატორიული ტესტის თანახმად, პაციენტის სასუნთქ სისტემაში ვირუსის კვალი არ აღმოჩნდა.


ადრე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩინეთში კორონავირუს 2019-nCoV– ის გავრცელების პიკს 10-14 დღეს პროგნოზირებენ.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლი 361 ადამიანი გახდა, დაინფიცირდა 17 ათასზე მეტი ადამიანი. გასული დღის განმავლობაში დაიღუპა 57 ადამიანი და გამოვლენილია დაავადების 2929 ახალი შემთხვევა.


ჩინეთის გარდა, დაავადება დაფიქსირდა კიდევ 23 ქვეყანაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დაავადება საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო ვითარებად აღიარა.


0
435
7-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0