x
image
თორ ნიკე
ჭყონდიდი - კოლხური წარმართობა
ჭყონდიდი - კოლხური წარმართობა


ჭყონდიდი მეგრულ ენაზე "დიდ მუხას" ნიშნავს. ეს იყო სახელგანთქმული წარმართული კოლხური სალოცავი ხე-კერპი, ძველ საქართველოში - კოლხეთში ხე-მცენარეთა თაყვანისცემის ერთ-ერთი თვალსაჩინო საბუთი (ივ. ჯავახიშვილი). ჭყონდიდი აღმართული იყო იმ ადგილას, სადაც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში, მარტვილის ეკლესიის ტრაპეზი აშენდა. გადმოცემის თანახმად, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეს მუხა "მოჰკვეთა ანდრია მოციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია" (ექვთ. თაყაიშვილი, "ძველი საქართველო", III, 39). აღნიშნულ ტაძარში ჩაყოლებული წარმართული საკერპო ტაძრის ქვები და ქანდაკებანი ანტიკური ხანის სარიტუალო დანიშნულების არქეოლოგიური მონაპოვარია.


ჭყონდიდი


ჭყონდიდის მუხას მთელი ეგრისი სცემდა თაყვანს. მისი გაშლილი ტოტების ჩრდილში ხდებოდა სხვადასხვა ცხოველის და ფრინველის მსხვერპლშეწირვის ცერემონიალის აღსრულება - მზისა და მთვარის კეთილი ნებით, თუთაშხას დღეს (ორშაბათს, მთვარის დღეს). უხუცესნი სამსხვერპლო ცხოველს შეარჩევდნენ და ბჟას დღას (მეგრულად მზის დღეს, კვირას, სვანურად მიჟ-ლადეღ) საზეიმო ვითარებაში სწირავდნენ ჭყონს. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, საქართველოში და სხვა კულტურულ რეგიონებში დედამიწაზე, სადაც მოღვაწეობა დაიწყეს შუა საუკუნეების მემატიანეებმა, ისტორიკოსებმა, რომლებიც მკაცრად განსაზღვრულ წერის წესს მიჰყვებოდნენ და ევალებოდათ ქრისტიანობის მეტად გასავრცელებლად ყველანაირად დაეგმოთ და ჩიქრი მოეცხოთ წარმართობისთვის, იგონებდნენ ხალხისთვის შემზარავ და გასაკიცხ ამბებს წარმართობის შესახებ, წარმოაჩენდნენ თითქოს ქრისტიანობამდე დედამიწაზე ცივილიზაცია საერთოდ არ არსებობდა და ყოველი ხალხი ველური იყო.



ჭყონდიდი


ასეთმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ცნობები, თითქოს ცხოველთა ნაცვლად ჭყონდიდს ჩვილს, ბავშვებს სწირავდნენ. ასეთი ცრუ ცნობები გაჩნდა შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში ზადენის და სხვა კერპების შესახებაც. ქრისტიანობამდელ საქართველოზე გაჩნდა ცნობები, რომ თურმე კლასიკურ ეპოქაშიც კი, როცა იბერიის და კოლხეთის სამეფოები ყვაოდა, საკუთარ შვილებს კლავდნენ და ადამიანის ხორცსაც ჭამდნენ ქართველთა წინაპრები და თურმე "ქრისტიანობას გაუკეთილშობილებია ეს ველური ხალხი".


ჭყონდიდი


მოხდა ისტორიის დიდი გაყალბება მხოლოდ იმისთვის, რომ წარმართობას სახელი შელახვოდა, სამეფო კარის დაკვეთა - ქრისტიანობის ყოველი ღონით გავრცელება მომხდარიყო და ბოლომდე ამოძირკულიყო ხალხში ჯერ კიდევ ძალიან მტკიცედ შემორჩენილი წარმართული წეს-ჩვეულებანი და რწმენა-წარმოდგენები. აკი, თამარ მეფეც კი არ დაერიდა ქართველთა სისხლის დაღვრას საქართველოს მთიანეთში "ამ დიადი მიზნისთვის". საქართველოში მცენარეთა თაყვანისცემის მაგალითია ასევე ის, რომ სვანეთში, სოფლის მოედანზე, სვიფზე მუდამ იდგა ხოლმე რომელიმე დიდი ხე, რომელიც ითვლებოდა წმინდად და პატივი მიეგებოდა. ეს იყო მაშინ, როცა უძველეს კოლხეთში კერპთა, ბომონთა თაყვანისცემის დიდი ტრადიცია არსებობდა. პატივს მიაგებდნენ განსაკუთრებით მუხას, ურთხელას, ფიჭვს და ცაცხვს.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
406
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
406
  
2020, 3 თებერვალი, 2:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1