x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ჩემ შვილს მძიმე ვირუსი ჰქონდა და მარინა ბერიძე პატრონობდა" - ნატო გელაშვილი
image


მომღერალი ნატო გელაშვილი მის შვილზე ზრუნვისთვის მარინა ბერიძეს მადლობას უხდის. მან ჟურნალ სარკესთან "მხოლოდ ქართული"-ს კულუარებში მიმდინარე ამბის მხოლოდ ნაწილზე ისაუბრა და კონკურსის მონაწილეების მიმართ მარინა ბერიძის განსაკუთრებულ ზრუნვას გაუსვა ხაზი.

.

"მარინა ბერიძეს თქვენი საშუალებით მადლობას ვეუბნები და რომ შემხვდება, მაშინაც ვეტყვი. ნამდვილად იყო იმის ღირსი, რომ მეც გამეგზავნა მისთვის ვარდები. ორი ტური ლუკას ძალიან მძიმე ვირუსი ჰქონდა და იქ მას მარინა პატრონობდა. ანტიბიოტიკის დრო რომ მოდიოდა, მარინა ახსენებდა, რომ არ დავიწყებოდა. კონკურსი კონკურსია და ადამიანობა - ადამიანობა.


.

ლუკას მაღალი სიცხეები ჰქონდა და მარინა მირეკავდა, არ ინერვიულო, ახლა დაუწია სიცხემო. არა მხოლოდ ლუკას იქ ყველა ბავშვს პატრონობს. ამიტომაც ჩაიფიქრეს ბავშვებმა მისთვის თაიგულის გადაეცემა. 24 საათი არ მიუტოვებია ბავშვები და სულ ურთიერთობდა მათთან. ნამდვილად იმსახურებდა ი თაიგულს. ლუკა კი ეტყობა სიმაღლის გამო ამოირჩიეს და მან გადასცა", - ამბობს ნატო გელაშვილი.

1
1861
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1861
  
2021, 25 აპრილი, 15:42
რაღაც სასწაული მოხდა და ინტერმედიაზე სტატია დაიდო? :)))
0 1 1