x
image
Yoona
Mediator image
7 რამ, რასაც ბავშვი მემკვიდრეობით მამისგან იღებს
გენეტიკა ერთ-ერთი იდუმალებით მოცული და საინტერესო მეცნიერებაა. რა თქმა უნდა, ბავშვი გენებს ორივე მშობლიდან იღებს, მაგრამ თუ მამას დომინანტის თვისებები აქვს, მაშინ ეს გენები ბავშვს გადაეცემა. როგორც აღმოჩნდა, გენეტიკა მხოლოდ თვალის ფერსა და სხეულის ფორმებზე გავლენას არ ახდენს, მასზე დამოკიდებულია რისკის მიმართ სიყვარული და ძილის პოზაც კი!


გენეტიკური განსაკუთრებულობები, რომელთაც ბავშვები მამისგან მემკვიდრეობით იღებენ:

image

1. გულის დაავადება


კვლევის თანახმად, რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მამაკაცები, რომლებიც კონკრეტული ტიპის ქრომოსომებს ატარებენ, თითქმის 50%-ით უფრო ხშირად კორონალური არტერიით ავადდებიან. გარკვეულ პირობებში ეს განსაკუთრებულობა ვაჟიშვილებს გადაეცემათ.


2. ფსიქიკური აშლილობა

ფსიქიკურ აშლილობას შორის, რომელიც მამიდან ბავშვს გადაეცემა, არის - შიზოფრენია და ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მამის ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, რადგან წლებთან ერთად მისი დნმ იცვლება. რაც შეეხება ქალს, ის გარკვეული საკვერცხეების ნაკრებით იბადება, მისი დნმ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება.


3. მეჩხერი კბილები

მამაკაცის გენები, რომლებიც კბილების და ყბის ფორმაზეა დამოკიდებული, უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის. მამიდან ბავშვებს არა მხოლოდ მეჩხერი კბილები, არამედ სუსტი ემალი შეიძლება გადაეცეს.


4. უნაყოფობის პრობლემები

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპერმის ნაკლები რაოდენობა შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, დიდი ალბათობით მასაც უნაყოფობის პრობლემა ექნება.


5. ბავშვის სქესი

მამაკაცის გენები მომავალი ბავშვის სქესსაც განსაზღვრავს. პროგნოზის გაკეთება შეიძლება, თუ მამის გენეალოგიურ ხეს შეისწავლით. იმ შემთხვევაში, თუ სპერმა X ქრომოსომას ატარებს, დედის X ქრომოსომასთან შედარებით - გოგო დაიბადება. თუ სპერმა Y ქრომოსომა - მაშინ ბიჭი.


6. ბავშვის თვალის ფერი

მამაკაცის გენები ქალზე დომინირებენ. სწორედ ამიტომ, ბავშვის სახის ფორმა და თვალის ფერი სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორიც მამას აქვს.


7. ბავშვის სიმაღლე

ბავშვის სიმაღლე მეტნაკლებად მამის გენებზეა დამოკიდებული. მაღალ მამებს მაღალი ბავშვები ჰყავთ.


image

ცოტა რამ ინტელექტის შესახებ:

1. ინტელექტი მამიდან შვილზე არ გადადის. თუ მამა გენიოსია, მისი შვილი ამ გენებს 100%-ით მემკვიდრეობით არ მიიღებს.

2. ჭკუასუსტობა მამიდან ვაჟიშვილზე არ გადადის.

3. მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილზე გადავიდეს და ისიც ნახევრად.

4. ბიჭს ინტელექტის მიღება მხოლოდ დედიდან შეუძლია, რომელმაც თავის მხრივ საკუთარი მამიდან მიიღო.

5. გენიოსების ქალიშვილები ნახევრად მამებივით ჭკვიანები არიან, მაგრამ მათი ვაჟიშვილები გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, ქალიშვილიც ნახევრად სულელი იქნება.


image

დასკვნები კაცებისთვის:

თუ თქვენი ვაჟიშვილის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზირება გსურთ, თქვენი ცოლის მამას შეხედეთ. თუ ის აკადემიკოსია, თქვენი ვაჟიშვილიც ჭკვიანი იქნება.


თქვენი ქალიშვილი თქვენი ჭკუის ნახევარს და თქვენი სისულელის ნახევარს მიიღებს. ინტელექტით ის უფრო ახლოს იქნება. მისი შვილი კი თქვენს გონებრივ შესაძლებლობას მაქსიმუმ მიიღებს. თუ ჭკვიანი თაობა გსურთ - გოგონებზე იოცნებეთ.


თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად ბაბუისგან გაქვთ მიღებული.


დასკვნები ქალებისთვის:

თქვენი ვაჟიშვილი გონებით თქვენი მამის ასლია და მასთან კამათი სიტყვებით „ისეთივე სულელი ხართ, როგორც მამაშენი“ - არც თუ ისე სწორია.

თქვენი ქალიშვილი აღზრდით ისეთივე იქნება, როგორც თქვენ, მაგრამ გონებით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟიშვილი კი თქვენი ქმრის ასლი იქნება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემმა შვილებმა კომპიუტერული თამაშების თამაში თავად შეწყვიტეს: ახალი მეთოდი დამეხმარა

image

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

image

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

image

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image

ხრიკები მშობლებისთვის, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ: ყველაფერი გენიალური მარტივია

image

0
6541
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
6541