x
image
Yoona
Mediator image
შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ
ყველა დედა ოცნებობს, რომ პატარა დამხმარე გაზარდოს, რომელიც ყვირილის და შეხსენებების გარეშე პატარ-პატარა დავალებებს შეასრულებს. შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ბავშვების დახმარება მშობლებს საყოფაცხოვრებო საქმეებს უმსუბუქებს, მაგრამ ვალდებულებები ბავშვის ხასიათს აყალიბებს და მის პიროვნებაზე დადებით გავლენას ახდენს.

ფსიქოლოგები ბერნის გრიუნვალდი და გაროლდ მაკაბი ირწმუნებიან, რომ ბავშვები, რომლებიც მშობლებს სახლის საქმეებში ეხმარებიან, თავს ოჯახის სრულყოფილ წევრად თვლიან და პასუხისმგებლობის აღება არ აშინებთ. ზრუნვის წრე, რომელიც საფრთხის გარეშე შეიძლება ოჯახის პატარა წევრს ანდოთ, ასე გამოიყურება.

ბავშვის დამოუკიდებლობა

image


1. ბავშვებს ადრეული ასაკიდან პატარა საქმეები დაავალეთ. მათთვის უფროსებთან ერთად ასეთი უმნიშვნელო ამოცანების შესრულება საინტერესოა.

რა საქმის შესრულება შეიძლება დაავალოთ ბავშვებს სხვადასხვა ასაკში?

3 წელი

  • სათამაშოების შეგროვება
  • წიგნების და ჟურნალების დალაგება
  • კბილების გახეხვა, დაბანა და დავარცხნა
  • სალფეთქის, თეფშის და სუფრის აქსესუარების გატანა
  • თავად ჩაცმა, მცირე დახმარებით

2. ბავშვი ამაში დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ.

4 წელი

  • ლოგინის აწყობასა და დალაგებაში დახმარება
  • მტვრის გადაწმენდა
  • თეფშების დალაგება
  • ჭურჭლის დარეცხვა
  • მეთვალყურეობის ხარჯზე შინაური ცხოველების გამოკვება
  • კერძების, დესერტების მორთვა
3. ბავშვი უფრო ცნობისმოყვარე ხდება, ამიტომ შეუძლია ასეთი საქმეების გამკლავება.

5 წელი

  • პურზე კარაქის წასმა
  • შინაური ცხოველების მოვლა
  • თასმების შეკვრა
  • ლოგინის დალაგება
  • ტანსაცმლის დაკეცვა და დალაგება

4. სკოლამდელ ასაკში ბავშვებს დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა უნდა ასწავლოთ. მას ასეთი საქმეების შესრულება დაავალეთ.

6 წელი

  • ხალიჩის მტვერსასრუტით გაწმენდა
  • ყვავილების და მცენარეების მორწყვა
  • ბოსტნეულის გაწმენდა
  • სკოლის ზურგჩანთის შეგროვება
  • სუფრის გაშლა
  • ჭურჭლის გარეცხვა

5. პირველ კლასელისთვის საქმეების ეს სია გამოდგება.

7 წელი

  • იყოს მზრუნველი და სხვა ადამიანების აზრი გაითვალისწინოს
  • ოთახის მოწესრიგება
  • წვრილ საყიდლებზე წასვლა
  • კერძების მომზადებაში დახმარება
  • ბოსტნეულის გარეცხვა

6. ამ ასაკში სახლში პასუხისმგებლობის წრე შეგიძლიათ გააფართოოთ.

8-9 წელი

  • იატაკის გაწმენდა
  • აბაზანის დამოუკიდებლად წყლით ავსება
  • კარადასა და ყუთებში წესრიგის დამყარება
  • საბნის დაკეცვა
  • ღილის მიკერება
  • ბინის დალაგება
  • პატარა და-ძმის მოვლა

7. სკოლის მოსწავლე ამ მოვალეობებს მარტივად გაუმკლავდება.

9-10 წელი

  • თეთრეულის გამოცვლა და დაკეცვა
  • ჭუჭყიანი საცვლების კალათაში ჩაყრა
  • სარეცხი მანქანის და საშრობის ჩართვა
  • სიის მიხედვით პროდუქტების შეძენა
  • ქუჩაში დამოუკიდებლად გადასვლა
  • მარტივი კერძების მომზადება
  • ჩაის, ყავის ან წვენის მომზადება, ჭიქაში ჩასხმა
  • სტუმრად წასვლა

8. ბავშვები 11 წლიდან დედას მომზადებაში, დალაგებასა და რეცხვაში ეხმარებიან.

11-12 წელი

  • მშობლებს მნიშვნელოვან საქმეებში ეხმარებიან
  • სახლში მარტო დარჩენის არ ეშინიათ
  • ჯიბის ფულის პასუხისმგებლობით გადანაწილება
  • საქმეების დამოუკიდებლად გადანაწილება
  • გაზქურის გაწმენდა

9. ასეთ ასაკში მოზარდს სერიოზული ამოცანების შესრულება, დროის გაკონტროლება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

13-17 წელი

  • ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით გარკვეულ დროს დაძინება
  • მთელი ოჯახისთვის მომზადება
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა
  • ახლობლებისთვის რთულ სიტუაციებში დახმარება
  • გადაწყვეტილებების თანმიმდევრულად შესრულება
დროის ერთად გატარება ოჯახის წევრებისთვის სასარგებლო იქნება! აჩვენეთ ბავშვს, რომ მულტფილმების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო საქმიანობაა.


ასევე დაგაინტერესებთ:

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

image

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image

7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

image

ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ

image

თანამედროვე ბავშვების ჩუმი ტრაგედია, რომლის შესახებ არავინ საუბრობს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი




0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
258