საქართველო "მკვდრებთან ანგარისშწორება მთლად მართალი არ მგონია, ცოცხლებს მოვთხოვოთ, ცოცხლებს"-ნინო კვაჭანტირაძე 2020, 24 იანვარი, 13:25
“ხელოვნების სასახლის დირექტორო, ისტორიკოსო, ბევრი კარგი და ქართული საქმის ჩამდენო – ბატონო კალანდია, კი, თქვენი ფილმიც ვნახეთ და მანამდე, თქვენზე ცოტა უფროსებმა, გაცილებით მეტი საშინელება, რომელსაც ხან ერთი ხელისუფლება სჩადიოდა და ხან მეორეე, არავის დაუკლია სისხლი და ცრემლიი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეკლესიიდან გამოსვენება გავაპროტესტოთ, ყველა ღვთის შვილები ვართ და ყველას ჩვენმა სიკეთეებმა უნდა მოგვხედონ და ცოდვებმა- დაგვსაჯოს, და არა მგონი, ამ წუთისოფლიდან ვინმე იმ “კომისიის” წევრი იყოთ…სიგუას ჭირისუფლობა ჩემი საქმე არაა, საბედნიეროდ…
მე ამ ქვეყნის ჭირისუფალი კი ნამდვილად ვარ, სულით. გულით, ხორცით და ყველაფრით, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, ადამიანურად, მკვდრებთან ანგარისშწორება მთლად მართალი არ მგონია, ცოცხლებს მოვთხოვოთ, ცოცხლებს, დანარჩენი ისტორიის საქმეა და ყველას თავის ადგილს მიუჩენს!!! ნუ ვჩქარობთ!!! რა კარგი სიტყვაა ღვთისნიერი და სხვამ თუ ვერ იცხოვრა ღვთისნიერად, შენ იყავი უკეთესი, დამნდობი, შენმდობი, მოწყალე, ესაა ადამიანობის ფორმულა და ამით უდგას სული დედამიწას… ღმერთო, შენ მიშველე მეც და ყველას, ვისაც თავი მართალი ჰგონია!!! “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას სოციალური ქსელით გამოეხმაურა, თან გააზიარა საკუთარი საავტორო დოკუმენტური ფილმი "დახვრეტილი საქართველო” აღნიშნა:“ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს!.. თენგიზ სიგუას სიონის ტაძარში გადასვენება არის ფსკერი!”. შეგახსენებთ“ საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990-1991 წლები, შემდგომში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში თენგიზ სიგუა 21 იანვარს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. 532 2-ს მოსწონს
|