x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ურარტული მითოლოგია
ურარტული მითოლოგია


ძვ.წ. 860 - ძვ.წ. 590 წლებში ახლანდელი ვანის ტბის რეგიონში გადაშლილი იყო დიდი და ძლიერი სამეფო - ურარტუ, იგივე ბაიანილი. ჩრდილოეთით საქართველოს დღევანდელ მიწებს ესაზღვრებოდა, თავად კი ნაირის ქვეყნების ადგილას იყო წარმოქმნილი სამხრეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ლენორმანი წერდა, რომ ურარტუს ენის გაგება ქართულის გარეშე შეუძლებელია. ამავე აზრს განამტკიცებს მრავალი ძველი და ახალი ავტორი. ამის შემდეგ უბრალო გაუგებრობაა ბევრი ავტორის განცხადება: "ურარტუს ენის ნათესაობა ერთ-ერთ კავკასიურ ენასთან" (იგულისხმება ქართულთან) შემდგომ კვლევას საჭიროებსო" (ჰ. ფრაიდანკი, ძვ. აღმოსავლეთის ლექსიკონი, 450).

ურარტუს პანთეონი მრავალღმერთიანია. ეს ცნობილია მითრას კარიბჭის კლდის ნიშში აღმოჩენილი წარწერებიდან და სხვ. ღმერთების სათავეში იდგა აქაც სამება: ხალხი - სახელმწიფოს ღმერთი, ტეშება - ქარიშხლის ღმერთი (ხურიტულად ტეშუბი), შივინი - მზის ღვთაება (ხურიტულად შიმეგი), მთვარის ღმერთია შელარდი. ხალდის ცოლია ბაგბარტი. სხვა შვიდი ღვთაების და დანარჩენ ღმერთთა მხოლოდ სახელებია ცნობილი. მთავარი ღმერთი ხალდი პირდაპირ მეტყველებს ამ მამაცი ხალხის, ურარტუელების ქართულ სამხაროსთან ნათესაობაზე: ხალდები, იგივე ხალიბები ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი იყო კოლხურ ტომთაგან. სვანურში დღემდე ცნობილია კლდოვანი სოფელი ხალდე და უძველესი წარმართული სიმღერა "იავ ქალდი".


წყარო: აკაკი გელოვანი. მითოლოგიური ლექსიკონი. 1983 წ.



კრებულები:



1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0